ოპოზიცია რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხის მიმართულებით, სადაც ნიკა მელიაა მოთავსებული, ავტოკოლონით მსვლელობას მართავს - კვირის პალიტრა

ოპოზიცია რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხის მიმართულებით, სადაც ნიკა მელიაა მოთავსებული, ავტოკოლონით მსვლელობას მართავს

ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხის მიმართულებით, სადაც ნიკა მელიაა მოთავსებული, ავტოკოლონით მსვლელობას მართავს.

ამ ფორმით ისინი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას უცხადებენ სოლიდარობას.

როგორც ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა, ისინი უშუალოდ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მივლენ, სადაც ნიკა მელიაა მოთავსებული.

"მივალთ რუსთავის ციხესთან, სადაც ბიძინა ივანიშვილს ჩვენი პარტიის ლიდერი უკანონოდ ჰყავს დაპატიმრებული. ათეულობით მანქანისგან შემდგარი კოლონა სიგნალებით წავა რუსთავში და იქ შეძახილებით სოლიდარობას და მხარდაჭერას გამოვუცხადებთ ჩვენს მეგობარს, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე გათავისუფლდება და პოლიტიკურ ბრძოლაში კვლავ ჩაებმება", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, ნიკა მელია გუშინ დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"