"პო­ლი­ტი­კოსს მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე ერთი ნახ­ვით მო­ე­წო­ნა" - ვინ არის პარლამენტის თავჯდომარის რუსი მეუღლე, რომელიც საქართველოს პოპულარიზაციას ეწევა - კვირის პალიტრა

"პო­ლი­ტი­კოსს მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე ერთი ნახ­ვით მო­ე­წო­ნა" - ვინ არის პარლამენტის თავჯდომარის რუსი მეუღლე, რომელიც საქართველოს პოპულარიზაციას ეწევა

"ქართული ოცნების" წევრის და ახლა უკვე საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე, კახა კუჭავა პარლამენტმა 86 ხმით, 6-ის წინააღმდეგ, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე  27 აპრილს აირჩია.

აღნიშნულ თანამდებობაზე მან არჩილ თალაკვაძე შეცვალა.

კახა კუჭავა "ქართული ოცნების" ახალი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი და ერთ-ერთი სახე გახლდათ. მართალია, ის წინა მოწვევის პარლამენტშიც იყო, მაგრამ მმართველი პარტიის წამყვანი სახეების გვერდით ორი წელია გააქტიურდა.

ამჯერად კუჭავას აპოლიტიკურ ცხოვრებას და რუს მეუღლეს გაგაცნობთ, რომელიც ცნობილი ბლოგერია და "ინსტაგრამის" საშუალებით საქართველოს პოპულარიზაციას ეწევა. ელიზავეტა (ლიზა) ოსმინინა მოსკოვში დაიბადა და გაიზარდა. მამა წარმოშობით თბილისიდან იყო და გოგონაც ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში.

კახამ და ლიზამ ერთმანეთი პირველად 2007 წელს თბილისში გაიცნეს. პოლიტიკოსს მომავალი მეუღლე ერთი ნახვით მოეწონა, თუმცა მეორე შეხვედრა ერთი წლის შემდეგ ქორწილში შედგა. იმ ქორწილში კახა კუჭავა თამადა იყო, ლიზა ოსმინინას მეგობარი კი პატარძალი. კახა ქალს გამოუტყდა, რომ მალე მისი მეუღლე გახდებოდა და ექვს თვეში წყვილმა მართლაც იქორწინა. პოლიტიკოსი და ცნობილი ბლოგერი სამ შვილს ელენეს, ნიკოლოზს და ანას ზრდიან.

მართალია, მათი ქორწინება უკვე 13 წელს ითვლის, მაგრამ კახა ისევ ისეა შეყვარებული მეორე ნახევარზე, როგორც პირველად. ემოციურია მეუღლის მიმართ ლიზაც...

"ჩემი წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ლიზაა, მასთან ერთად როდესაც ვარ - ვისვენებ..." - ამბობს გადაცემა "სთორიში" კუჭავა. იხილეთ სრულად

"არ წყვეტს ჩემს გაკვირვებას, აღფრთოვანებული ვარ ჩემი ქმრით" - რას წერს პარლამენტის თავმჯდომარის ცოლი?