"მა­ი­კო ძა­ლი­ან მძი­მედ იყო, სან­დროს არ უნდა გა­ე­გო ის არ­ტის­ტობ­და და სან­დროს, რომ ეძი­ნა, ბღა­ო­და" - ან­ზორ მე­ლია იხ­სე­ნებს იმ დღეს, რო­დე­საც მისი შვი­ლი და­ა­კა­ვეს
"მა­ი­კო ძა­ლი­ან მძი­მედ იყო, სან­დროს არ უნდა გა­ე­გო ის არ­ტის­ტობ­და და სან­დროს, რომ ეძი­ნა, ბღა­ო­და" - ან­ზორ მე­ლია იხ­სე­ნებს იმ დღეს, რო­დე­საც მისი შვი­ლი და­ა­კა­ვეს
"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რის ნიკა მე­ლი­ას მამა, ან­ზორ მე­ლია კი­დევ ერთხელ იხ­სე­ნებს იმ დღეს, რო­დე­საც მისი შვი­ლი და­ა­კა­ვეს.

რო­გორც "მთა­ვა­რის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, ის მოვ­ლე­ნებს ტე­ლე­ვი­ზი­ით უყუ­რებ­და და მის­თვის მთა­ვა­რი იყო, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ოფის­ში შეკ­რე­ბილ ხალ­ხს არა­ფე­რი და­შა­ვე­ბო­და.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყვე­ლა­ზე მძი­მედ ეს ამ­ბა­ვი მე­ლი­ას მე­უღ­ლემ გა­და­ი­ტა­ნა.

"მაგ დღეს დი­ლის 6 სა­ათ­ზე დავ­წე­ქი. შემ­დეგ ყო­ველ ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში ერთხელ ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი "ფე­ის­ბუქს" და რო­გორც კი და­გი­ნა­ხეთ, შევ­ძა­ხე მე­უღ­ლეს, ნანა და­ი­წყეს. რო­გორ წა­მოხ­ტა, უნდა
გე­ნა­ხათ. ვლო­ცუ­ლობ­დი, რომ არა­ვინ და­ღუ­პუ­ლი­ყო. ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი მა­შინ ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ნიკა მან­ქა­ნა­ში ჩას­ვეს და და­ვი­ნა­ხე, რომ მსხვერ­პლი არ იყო.

მა­ი­კო ძა­ლი­ან მძი­მედ იყო, მაგ­რამ მას სხვა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და, რომ ეს სან­დროს არ უნდა გა­ე­გო. ის არ­ტის­ტობ­და და სან­დროს, რომ ეძი­ნა, ბღა­ო­და. ჩემი მე­უღ­ლე ვაჟ­კა­ცუ­რად იყო.
გუ­შინ მი­თხრა, რომ და­ი­ჭი­რეს და გა­იყ­ვა­ნეს ნი­კაო, მა­შინ ძა­ლი­ან მშვი­დათ ვუ­ყუ­რებ­დი, მაგ­რამ რო­დე­საც მაჩ­ვე­ნეს ზე­მო­დან გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი, რო­გორ ჩაჰ­ყავ­დათ ნი­კაო ავ­ტირ­დიო. მე გვერ­დით და­ვუდ­გე­ბი ჩემს შვილს, ის ასპრო­ცენ­ტი­ა­ნი მარ­თა­ლია" - აღ­ნიშ­ნა მე­ლი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნიკა მე­ლია გუ­შინ და­ა­კა­ვეს. მისი აყ­ვა­ნის სპე­ცო­პე­რა­ცია შსს-მ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ოფის­ში დი­ლი­დან და­ი­წყო.



ar dabloko!
25 თებერვალი 2021 19:10
ამ უსინდისო არსებამ მამა მელიამ საოპერაციოდ გასწირა ჩემი ბიძა,არწმუნებდა რომ გულზე შუნტირება გინდაო და კიდევ კარგი რომ ქირურგი განათლებული და სინდისიანი კაცი აღმოჩნდა და უკან გამოაბრუნეს ბიძაჩემი,თურმე კუჭის ნევროზი ჰქონია!!!
ნანი
25 თებერვალი 2021 11:54
დამშვიდდით ბატონო ანზორ, რამდენადაც მოახერხებთ, ეს მიშას ციხე აღარ არის , ცივ ნიავს არ მიაკარებენ. თავის ფეხით, რომ ჩამოსულიყო როცა დაინახა ამდენი სპეცნაზი უფრო ვაჟკაცობა იქნებოდა.
ი.კ
25 თებერვალი 2021 09:42
ფული ექიმობით იშოვე? შენი კლინიკა ბიუჯეტს არ ჭამს? შენი შვილი სხვა რა იქნებოდა!

რუბრიკის სხვა სიახლეები