"ნაცმოძრაობა" ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ ნიკა მელია მომწონს. ნეტავ "ქართულ ოცნებაშიც" გამოჩნდებოდეს ასეთი მებრძოლი სულის კაცი"
25-02-2021
"ნაცმოძრაობა" ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ ნიკა მელია მომწონს. ნეტავ "ქართულ ოცნებაშიც" გამოჩნდებოდეს ასეთი მებრძოლი სულის კაცი"
"საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე. აშშ-ის საელჩო შეშფოთებულია მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო. ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყვეს. შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა," - ამ განცხადებით გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებას.
საინტერესოა, როგორ აფასებენ ამ ფაქტს ცნობილი ქართველები.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

ირმა სოხაძე:
"მიხარია, რომ ნიკა მელიას დაკავებას მსხვერპლი არ მოჰყვა. ძალიან მომწონს ჩვენი პოლიციელები, რასაც ეგენი ლანძღვას და გინებას იტანენ!.. ძალიან განსხვავდებიან სააკაშვილის პოლიციისგან. როგორც კი გავიგე, რომ პრემიერად ღარიბაშვილის კანდიდატურა წარადგინეს,
მაშინვე ვთქვი, რომ ნიკა მელიას დაიჭერდნენ. კანონი უნდა აღსრულდეს. მელია ხან გააფრთხილეს, ხან გირაო გადაუვადეს, ის კიდევ გამოდიოდა და "ქართული ოცნების" ლიდერებს აღიზიანებდა..."

გია ბუღაძე:

"რამდენი ხანია ვამბობ, რომ გული დამძიმებული მაქვს და ცუდი მოლოდინი. ძალიან კარგია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე შტურმს მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ არა მგონია, ეს ყველაფერი ამით დამთავრდეს. ეკონომიკა განადგურებულია, სამუშაო ადგილები არ არის, ხალხი ყოველდღე ღარიბდება, ვაქცინა ჯერ კიდევ არ შემოუტანიათ და ნიკა მელიას დაჭერა გაიხადეს მთავარ მიზნად..."

გივი სიხარულიძე:
"ნაციონალური მოძრაობა" ჩემთვის მიუღებელი პოლიტიკური ძალაა. არასდროს ვყოფილვარ მათი მხარდამჭერი, არც არასდროს ვიქნები, მაგრამ ნიკა მელია მომწონს. ნეტავ "ქართულ ოცნებაშიც" გამოჩნდებოდეს ასეთი მებრძოლი სულის კაცი. უკან დახევა არ იცის, რქებით აწვება ყველას და ყველაფერს. იცით, ხალხი რატომ არ მივიდა მის დასაცავად?! იმიტომ, რომ იქ გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და ძმანი მათნი იყვნენ. პირადად მე, ნამდვილად მივიდოდი, მის უკან "ნაციონალური მოძრაობა" რომ არ იდგეს..."

კახა გოგიძე:

"რა უნდა ვთქვა? მთელმა დასავლეთმა და ამერიკამ დაგმო ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების საქციელი. თუ ევროპამ ზურგი შეგვაქცია, მოგვიწევს, რუსულ ჯარს დაველოდოთ... ცუდია, რომ ხელისუფლება სათანადოდ ვერ აფასებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და ზოგადად საზოგადოებას. ზოგჯერ მგონია, დებილები ვგონივართ. ბრეჟნევის დრო ხომ აღარ არის, რასაც სამთავრობო არხიდან გვეტყვიან, ის დავიჯეროთ?!."

ქეთი დოლიძე:
"ძალიან სწორად მოიქცა ირაკლი ღარიბაშვილი. მკვლელები და დამნაშავეები სათანადოდ უნდა დაისაჯონ. ნიკა მელიამ რატომ მოიხსნა სამაჯური?! რატომ არ გადაიხადა გირაოს თანხა?! იმიტომ, რომ უნდა, აქ ერთი ორომტრიალი დაატრიალოს და სააკაშვილს დაეხმაროს რევოლუციის მოწყობაში. ცუდია, რომ სადისტი სააკაშვილის რეჟიმი დღემდე არ არის გასამართლებული. არც კი ვიცი, რატომ ატარებენ ეს მტარვალები დეპუტატების სტატუსს და რატომ ვუხდი ჩემი ჯიბიდან ხელფასს?!."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 25 თებერვლის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ბახტურიძე

ირმა
27 თებერვალი 2021 12:07
სოხაძე რათქმაუნდა ქოცების მეხოტბეა, სიძეს ხოარ უღალატებს ფულის ხვეტაში
მემარცხენე.
26 თებერვალი 2021 20:40
ღმერთმა გაახაროს ქალბატონი ქეთი, მაგრამ ერთი ცუდი თვისება აქვს. როცა ვინმე არ მოსწონს, იწყებს მის ქება-დიდებას. ამის შემდეგ იმ ვინმეს რაიმე ცუდი ემართება და ქრება.
ანდრია
26 თებერვალი 2021 18:01
სოხაძე და დოლიძე საბჭოთა საქართველოს გადმონაშთები და სინამდვილეში გავრილოვის ფანები. ნიკას, რომ კანონ მორჩილებას თხოვთ , ღარიბაშვილის სანათესაოსთან პრეტენზია არ გაქვთ?????? მლიქვნელებო. როდესაც ქვეყანაში კანონი შერჩევითია, მთავრობა ერთი კაცის ჯიბეშია, რა გირაოზე საუბრობთ??????? მიტუმეტეს მელიამ ერთხელ უკვე გადაიხადა ეს გირაო. მართლა ,,ჩასარეცხები" ხართ, როგორ მეზიზღებოდა მიშა ამ სიტყვების გამო და თურმე ასს პროცენტიანი ყოფილა.

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოში  4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოში 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადების შესახებ?