ზურა დოიჯაშვილი ტაძრიდან ტაშისა და სიმღერის - "მელიქიშვილის გამზირის" ფონზე გამოასვენეს - კვირის პალიტრა

ზურა დოიჯაშვილი ტაძრიდან ტაშისა და სიმღერის - "მელიქიშვილის გამზირის" ფონზე გამოასვენეს

ანჩისხატის ტაძარში დღეს მომღერალ ზურაბ დოიჯაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი შედგა.

იქ იმყოფებოდნენ მისი კოლეგები და საქართველოს კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

ზურაბ დოიჯაშვილი ანჩისხატის ტაძრიდან ტაშით გააცილეს, მისი ცნობილი სიმღერის - "მელიქიშვილის გამზირის" ფონზე...

ოჯახის გადაწყვეტილებით, იგი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა დედაქალაქის მერი, კახი კალაძეც.

როგორც დედაქალაქის მერი ჟურნალისტებთან აღნიშნავს, ზურაბ დოიჯაშვილს თბილისის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა.

"სამწუხაროდ, კიდევ ერთი ადამიანი მოგვაკლდა, რომელიც მთელ თბილისს უყვარდა. ზურასაც განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა თბილისის მიმართ. ძალიან სამწუხაროა, მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს, მეგობრებს, სრულიად საქართველოს. მართლაც, ძალიან საყვარელი კაცი დაგვაკლდა", - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, მომღერალი ზურა დოიჯაშვილი 14 თებერვალს გარდაიცვალა. ზურა დოიჯაშვილი ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. ის ბოლო პერიოდში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.