"ნიკა მელია და ყველა, ვინც ნიკას გვერდით დგას, ისტორიის ნათელ მხარესაა"
"ნიკა მელია და ყველა, ვინც ნიკას გვერდით დგას, ისტორიის ნათელ მხარესაა"
"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რის ნიკა მე­ლი­ას მამა - ან­ზორ მე­ლია გუშინ "მთავარ არხზე" ნიკა გვარამიას გადაცემაში სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული, მას სატელეფონო ჩართვების მეშვეობით, საზოგადოების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები უკავშირდებოდნენ და თავიანთი დამოკიდებულებით, კეთილგანწყობითა და მხარდაჭერით ამხნევებდნენ. მათ შორის ერთ-ერთი იყო მომღერალი სოფო ნიჟარაძეც, რომელმაც ანზორ მელიას პირდაპირ ეთერში დაურეკა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, მისი მეგობარი ნიკა მელია, ისტორიის ნათელ მხარეზე დგას და ის გმირია...

"პირველ რიგში, ნიკა ჩემი
მეგობარია და მე მის გვერდით ვარ, თუმცა, მხოლოდ მასთან მეგობრობა არ არის ამის მიზეზი, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, მის მხარეს ვარ, რადგან ის ბრალდება, რაც მას წაუყენეს, უსამართლოა, წარმოუდგენელია. 20 ივნისს უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი, მეც იქ ვიდექი და ეს პროტესტი ერთსულოვანი იყო, პარტიული კუთვნილების განურჩევლად, რადგან ის,
რაც მოხდა, ყველასთვის მიუღებელია, ვისაც საკუთარი ქვეყანა უყვარს.

და ისმის კითხვა, - ნიკა პროტესტის გამო ისჯება? ვის ინტერესებშია ეს ყველაფერი?

მგონია, ნიკა და ყველა, ვინც ნიკას გვერდით დგას, ისტორიის ნათელ მხარესაა.

ბევრს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ისტორიაში შევიდეს, როგორც გმირი, პატრიოტი, ნიკა სწორედ ასეთია.

მინდა, მოვეფერო, გავამხნევო ბატონი ანზორი და ვუთხრა, რომ ნიკას მხარეს სიმართლეა, ამიტომ, ყველაფერი კარგად იქნება" - აღნიშნა სოფო ნიჟარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია 23 თებერვალს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისიდან სპეცდანიშნულების რაზმის მეშვეობით აიყვანეს.

ანზორ მელიას თქმით, რო­გორც მან ეს "მთა­ვა­რის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, ის მოვ­ლე­ნებს ტე­ლე­ვი­ზი­ით უყუ­რებ­და და მის­თვის მთა­ვა­რი იყო, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ოფის­ში შეკ­რე­ბილ ხალ­ხს არა­ფე­რი და­შა­ვე­ბო­და და მოხარულია, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდა.

იხილეთ ვიდეო:

gg
26 თებერვალი 2021 14:49
უმრავლესობამ ალბათ არ იცის რა არის პატრიოტიზმის მნიშვნელობა, პატრიოტიზმი არ გადის პარტიის ინტერესებზე ასე რომ ვინც ნაცები და მასთან ერთად მდგარი პარტიები პატრიოტები გონიათ ცდებით, ისტორიამ გვაჩვენა მათი პარტიიზმი და არა პატრიოტიზმი, რაც შეეხება ნათელ მხარეს რა თქმა უნდა როდესაც გაქვს პრივილეგიები, კონცერტებს გიმართავენ შენთვის მომღერლები ჩამოყავთ და ქვეყანაში არაოფიციალური პირველი ლედი ხარ რა თქმა უნდა მაშინ მხოლოდ ნათელს ხედავ და ბნელში ყოფნისას მას მისტირი ისედაც ასე რომ ....
lasha
26 თებერვალი 2021 14:13
ნიკა თუ პატრიოტია, პატრიოტის განმარტება შემდეგია; ადამიანი რომელიც სხვა ქვეყნის ფინანსებით ცდილობს ნებისმიერ ფასად მოვიდეს ხელისუფლებაში, რომ დამკვეთის საქმე აკეთოს.
ლაშა
26 თებერვალი 2021 11:22
ნიკას გმირობა ვნახეთ

რუბრიკის სხვა სიახლეები