"ეპი­და­ფეთ­ქე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა შე­იძ­ლე­ბა შე­იქ­მნას აპ­რი­ლის თვი­დან, თუ შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნის პრო­პორ­ცი­უ­ლად არ გაძ­ლი­ერ­დე­ბა ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა"
"ეპი­და­ფეთ­ქე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა შე­იძ­ლე­ბა შე­იქ­მნას აპ­რი­ლის თვი­დან, თუ შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნის პრო­პორ­ცი­უ­ლად არ გაძ­ლი­ერ­დე­ბა ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა"
"თუ მკაცრად არ გაკონტროლდება რეგულაციების დაცვა, ეს აუცილებლად გამოიწვევს ეპიდაფეთქებას აპრილის თვეში" - რა შეიძლება მოჰყვეს შეზღუდვების მასშტაბურ შემსუბუქებას?

უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს 24 თე­ბერ­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის გამო შე­მო­ღე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნად შემ­სუ­ბუქ­და.

დღე­ი­დან ამოქ­მედდ­მა სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო ტრან­სპორ­ტი, ამას­თა­ნა­ვე, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტი შა­ბათ-კვი­რა­საც იმუ­შა­ვებს. ასე­ვე, გა­იხ­სნა სამ­თო კუ­რორ­ტე­ბის სას­ტუმ­რო­ე­ბი,სა­ბა­გი­რო­ე­ბი კი 8 მარ­ტი­დან და­ი­წყებს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას.

1-ლი მარ­ტი­დან კერ­ძო და სა­ჯა­რო სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღე­ბი მუ­შა­ო­ბას გა­ნა­ახ­ლე­ბენ. უმაღ­ლეს და პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებს 15 მარ­ტი­დან შე­ეძ­ლე­ბათ აუ­დი­ტო­რი­ა­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სის
და­წყე­ბა. 1-ლი მარ­ტი­დან კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის და ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, შე­სა­ბა­მი­სი პრო­ტო­კო­ლის დაც­ვით, და­საშ­ვე­ბი ხდე­ბა. მუ­ზე­უ­მე­ბი და ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი საქ­მი­ა­ნო­ბას ასე­ვე 1-ლი მარ­ტი­დან გა­ნა­ახ­ლე­ბენ. რეს­ტორ­ნე­ბის შიდა სივ­რცე­ე­ბი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას, შა­ბათ-კვი­რის გარ­და, ბა­თუმ­ში 1 -ლი მარ­ტი­დან, ხოლო და­ნარ­ჩენ სა­ქარ­თვე­ლო­ში 8
მარ­ტი­დან გა­ნა­ახ­ლე­ბენ. 8 მარ­ტი­დან სა­ვაჭ­რო მო­ლე­ბი და ბაზ­რო­ბე­ბი შა­ბათ-კვი­რა­საც იმუ­შა­ვე­ბენ. 15 მარ­ტი­დან ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზე­ბი და­ი­წყე­ბენ, ასე­ვე 15 მარ­ტი­დან გა­ნახ­ლდე­ბა სას­კო­ლო წრე­ე­ბი. თე­ატ­რე­ბი, სპორ­ტუ­ლი კლუ­ბე­ბი, პრო­ფე­სი­უ­ლი ან­სამ­ბლე­ბი რე­პე­ტი­ცი­ე­ბის და ვარ­ჯი­შის გა­ნახ­ლე­ბას 15 მარ­ტი­დან შეძ­ლე­ბენ. მთავ­რო­ბამ ე.წ. კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი კვლავ ძა­ლა­ში და­ტო­ვა. შეზ­რუდ­ვე­ბის ამ დო­ზით შემ­სუ­ბუ­ქე­ბის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გაჩ­ნდა კი­თხვა ხომ არ გა­მო­იწ­ვევს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მოხ­სნა ახალ ეპი­და­ფეთ­ქე­ბას?

ambebi.ge ამ საკ­თხზე სპე­ცი­ა­ლის­ტებს და­უ­კავ­შირ­და. ალერ­გო­ლოგ- იმუ­ნო­ლო­გი ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი მი­იჩ­ნევს, რომ ეპი­და­ფეთ­ქე­ბის რე­ა­ლუ­რი სა­შიშ­რო­ე­ბა შე­იძ­ლე­ბა შე­იქ­მნას აპ­რი­ლის თვი­დან იმ შემ­თხვე­ვე­ვა­ში, თუ შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნის პრო­პორ­ცი­უ­ლად არ გაძ­ლი­ერ­დე­ბა ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა.

"რა­ღაც დროს ეს შემ­სუ­ბუ­ქე­ბა უნდა მომ­ხდა­რი­ყო, ჩვენ ავ­სტრია და გერ­მა­ნია არ ვართ, ვერ გა­უძ­ლებს ქვე­ყა­ნის ეკო­ნო­მი­კა ამ­დენხნი­ან ჩა­კეტ­ვას. რა­ღაც ეტაპ­ზე ალ­ბათ სა­ჭი­როა ამო­სუნ­თქვა, შემ­დეგ თუ მო­ი­მა­ტებს შემ­თხვე­ვე­ბი, ისევ შე­მო­ღე­ბა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის, ისევ გამ­კაც­რე­ბა და ა.შ. ასე აკე­თებს მთე­ლი მსოფ­ლიო. მაგ­რამ ახლა მთა­ვა­რია ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის კარ­გი სის­ტე­მის შე­მუ­შა­ვე­ბა. გააგრძელეთ კითხვა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები