"ეპი­და­ფეთ­ქე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა შე­იძ­ლე­ბა შე­იქ­მნას აპ­რი­ლის თვი­დან, თუ შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნის პრო­პორ­ცი­უ­ლად არ გაძ­ლი­ერ­დე­ბა ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა" - კვირის პალიტრა

"ეპი­და­ფეთ­ქე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა შე­იძ­ლე­ბა შე­იქ­მნას აპ­რი­ლის თვი­დან, თუ შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნის პრო­პორ­ცი­უ­ლად არ გაძ­ლი­ერ­დე­ბა ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა"

"თუ მკაცრად არ გაკონტროლდება რეგულაციების დაცვა, ეს აუცილებლად გამოიწვევს ეპიდაფეთქებას აპრილის თვეში" - რა შეიძლება მოჰყვეს შეზღუდვების მასშტაბურ შემსუბუქებას?

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 24 თებერვლის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გამო შემოღებული შეზღუდვები მნიშვნელოვანად შემსუბუქდა.

დღეიდან ამოქმედდმა საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, ამასთანავე, მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს. ასევე, გაიხსნა სამთო კურორტების სასტუმროები,საბაგიროები კი 8 მარტიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.

1-ლი მარტიდან კერძო და საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღები მუშაობას განაახლებენ. უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს 15 მარტიდან შეეძლებათ აუდიტორიაში სასწავლო პროცესის დაწყება. 1-ლი მარტიდან კონფერენციების და ტრენინგების ჩატარება, შესაბამისი პროტოკოლის დაცვით, დასაშვები ხდება. მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას ასევე 1-ლი მარტიდან განაახლებენ. რესტორნების შიდა სივრცეები ფუნქციონირებას, შაბათ-კვირის გარდა, ბათუმში 1 -ლი მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან განაახლებენ. 8 მარტიდან სავაჭრო მოლები და ბაზრობები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ. 15 მარტიდან ფუნქციონირებას სპორტული დარბაზები დაიწყებენ, ასევე 15 მარტიდან განახლდება სასკოლო წრეები. თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას 15 მარტიდან შეძლებენ. მთავრობამ ე.წ. კომენდანტის საათი კვლავ ძალაში დატოვა. შეზრუდვების ამ დოზით შემსუბუქების შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა ხომ არ გამოიწვევს რეგულაციების მოხსნა ახალ ეპიდაფეთქებას?

ambebi.ge ამ საკთხზე სპეციალისტებს დაუკავშირდა. ალერგოლოგ- იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ ეპიდაფეთქების რეალური საშიშროება შეიძლება შეიქმნას აპრილის თვიდან იმ შემთხვევევაში, თუ შეზღუდვების მოხსნის პროპორციულად არ გაძლიერდება ზედამხედველობა.

"რაღაც დროს ეს შემსუბუქება უნდა მომხდარიყო, ჩვენ ავსტრია და გერმანია არ ვართ, ვერ გაუძლებს ქვეყანის ეკონომიკა ამდენხნიან ჩაკეტვას. რაღაც ეტაპზე ალბათ საჭიროა ამოსუნთქვა, შემდეგ თუ მოიმატებს შემთხვევები, ისევ შემოღება რეგულაციების, ისევ გამკაცრება და ა.შ. ასე აკეთებს მთელი მსოფლიო. მაგრამ ახლა მთავარია ზედამხედველობის კარგი სისტემის შემუშავება. გააგრძელეთ კითხვა