კორონავირუსის უახლესი მონაცემები - როგორია ინფიცირებულთა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა
26-02-2021
კორონავირუსის უახლესი მონაცემები - როგორია ინფიცირებულთა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 436 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 311 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 125 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 337 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 270 137-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.32 %, ბოლო 14
დღის მანძილზე - 2.2 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.03%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 320 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 264 047-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 485 პირი ემსხვერპლა.

დღეს
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 337 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 175 შემთხვევა, აჭარა - 17, იმერეთი - 37, ქვემო ქართლი - 15, შიდა ქართლი - 21, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 33, კახეთი - 18, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 579, საიდანაც: 1 542 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 735, აჭარაში - 165, იმერეთში - 285. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 277 პირი, მათ შორის, თბილისში - 96, აჭარაში - 33, იმერეთში - 82. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 110 პირი, მათგან თბილისში - 73, აჭარაში- 8, იმერეთში - 11. 167 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 107 - თბილისში, 54 - აჭარაში, 3 - იმერეთში. 870 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 304 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 92, ხოლო აჭარაში - 86.

სულ 6 ოქტომბრიდან - 25 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 167 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 970 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 879 პირი, აჭარაში - 443, იმერეთში - 633.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, საბოლოო ჯამში, უნდა ველოდოთ თუ არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საბოლოო ჯამში, უნდა ველოდოთ თუ არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებას?