"უსა­მარ­თლო­ბის ზე­ი­მია! გული მეწ­ვის ისე მე­ნატ­რე­ბა! ჩემი დღე­სას­წა­უ­ლი გოგო"
"უსა­მარ­თლო­ბის ზე­ი­მია! გული მეწ­ვის ისე მე­ნატ­რე­ბა! ჩემი დღე­სას­წა­უ­ლი გოგო"
"რუს­თა­ვი 2"-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ნინო შუბ­ლა­ძე დის, სოფო შუბ­ლა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს. ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "პარტნი­ო­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს" დი­რექ­ტო­რი, ტრე­ნე­რი სოფო შუბ­ლა­ძე კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბის შე­დე­გად გუ­შინ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

"უსა­მარ­თლო­ბის ზე­ი­მია! არა, უსა­მარ­თლო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი!!! ესეც მისი ბოლო ცეკ­ვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში!!!!!! იქე­და­ნაც ჩვენ გვამ­ხნე­ვებ­და! გული მეწ­ვის ისე მე­ნატ­რე­ბა!!!! ჩემი დღე­სას­წა­უ­ლი გოგო" - წერს ნინო შუბ­ლა­ძე და "ფე­ის­ბუქ­ზე" ავ­რცე­ლებს ვი­დე­ოს, რო­მე­ლიც დამ კლი­ნი­კაშ ყოფ­ნის დროს გა­მო­უგ­ზავ­მა.


კო­რო­ნა­ვირუ­სის
მძი­მე ფორ­მებ­ში გა­და­ტა­ნის შემ­დეგ, სოფო შუბ­ლა­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, ბოლო თვის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე დამ­ძიმ­და, თუმ­ცა ახ­ლობ­ლე­ბი მისი გა­დარ­ჩე­ნის იმედს არ კარ­გავ­დნენ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის თრომ­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა


სოფო შუბ­ლა­ძე 1996 წლი­დან მუ­შა­ობ­და კონ­ფლიქ­ტე­ბის მარ­თვის, ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი სწავ­ლე­ბი­სა და მოზ­რდილ­თა გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში. მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და პრეს­ტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტრის წო­დე­ბა
ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვა­ში.


იხილეთ ვიდეო:

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები