"უსა­მარ­თლო­ბის ზე­ი­მია! გული მეწ­ვის ისე მე­ნატ­რე­ბა! ჩემი დღე­სას­წა­უ­ლი გოგო" - კვირის პალიტრა

"უსა­მარ­თლო­ბის ზე­ი­მია! გული მეწ­ვის ისე მე­ნატ­რე­ბა! ჩემი დღე­სას­წა­უ­ლი გოგო"

"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო შუბლაძე დის, სოფო შუბლაძის გარდაცვალების შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორები საქართველოს" დირექტორი, ტრენერი სოფო შუბლაძე კორონავირუსით გამოწვეული გართულების შედეგად გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

"უსამართლობის ზეიმია! არა, უსამართლობის დღესასწაული!!! ესეც მისი ბოლო ცეკვა საავადმყოფოში!!!!!! იქედანაც ჩვენ გვამხნევებდა! გული მეწვის ისე მენატრება!!!! ჩემი დღესასწაული გოგო" - წერს ნინო შუბლაძე და "ფეისბუქზე" ავრცელებს ვიდეოს, რომელიც დამ კლინიკაშ ყოფნის დროს გამოუგზავმა.

კორონავირუსის მძიმე ფორმებში გადატანის შემდეგ, სოფო შუბლაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბოლო თვის განმავლობაში რამდენჯერმე დამძიმდა, თუმცა ახლობლები მისი გადარჩენის იმედს არ კარგავდნენ. არსებული ინფორმაციით, ის თრომბის შედეგად გარდაიცვალა

სოფო შუბლაძე 1996 წლიდან მუშაობდა კონფლიქტების მართვის, ინტერაქციული სწავლებისა და მოზრდილთა განათლების სფეროში. მიღებული ჰქონდა პრესტონის უნივერსიტეტის მაგისტრის წოდება ადამიანური რესურსების მართვაში.

იხილეთ ვიდეო: