ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობას მართავენ
26-02-2021
ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობას მართავენ
ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობას მართავენ. "მსვლელობა თავისუფლებისთვის" - ასე ჰქვია საპროტესტო მარშს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ, სხვადასხვა ადგილიდან დაიძრა.

კერძოდ, "ლელო საქართველოსთვის" ლიდერები და მათი მხარდამჭერები პარლამენტისკენ თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდენარე ტერიტორიიდან გამოემართნენ, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები - ფილარმონიიდან, "ევროპული საქართველოს" ლიდერები და მათი მხარდამჭერები კი "რუსთაველის" მეტროსთან შეიკრიბნენ და პარლამენტისკენ სწორედ აღნიშნული ადგილიდან დაიძრნენ.

ამ დროისთვის ცალკეული პარტიების წარმომადგენლები თავიანთ მხარდამჭერებთან ერთად რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული მსვლელობით
მოემართებიან.

მსვლელობა პარლამენტთან დასრულდება, სადაც 15:00 საათზე პოლიტიკური ლიდერების გამოსვლები დაიწყება.

"ინტერპრესნიუსი"

მერაბ მაღლაკელიძე
26 თებერვალი 2021 23:40
90-იანი წლები, კარვები და გადაკეტილი ქუჩები, სადამდე და როდემდე? მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ, მიხუილა რომ მოვიყვანოთ ამისთვის იარეთ ცხვრებივით.

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოში  4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოში 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადების შესახებ?