პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიების ორგანიზებული აქცია საქართველოს ჰიმნით გაიხსნა - კვირის პალიტრა

პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიების ორგანიზებული აქცია საქართველოს ჰიმნით გაიხსნა

პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიების ორგანიზებული აქცია საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებამდე ოპოზიციონერმა ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა "მსვლელობა თავისუფლებისთვის" გამართეს, რითაც ნიკა მელიას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

კერძოდ, "ლელო საქართველოსთვის" ლიდერები და მათი მხარდამჭერები პარლამენტისკენ თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან გამოემართნენ, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები - ფილარმონიიდან, "ევროპული საქართველოს" ლიდერები და მათი მხარდამჭერები კი "რუსთაველის" მეტროსთან შეიკრიბნენ და პარლამენტისკენ სწორედ აღნიშნული ადგილიდან დაიძრნენ.

დღევანდელ აქციაზე, ოპოზიციონერი ლიდერები თავიანთ მოთხოვნებს კიდევ ერთხელ გააჟღერებენ და საზოგადოებას სამოქმედო გეგმებს გააცნობენ.

"ინტერპრესნიუსი"