"2 კვირაში დაგეგმილ აქციაზე, თუ არ მივაღწევთ მოთხოვნების დაკმაყოფილებას, "მოძრაობა საქართველოსთვის" გზის სავალ ნაწილზე დადგამს კარვებს"
"2 კვირაში დაგეგმილ აქციაზე, თუ არ მივაღწევთ მოთხოვნების დაკმაყოფილებას, "მოძრაობა საქართველოსთვის" გზის სავალ ნაწილზე დადგამს კარვებს"
რუსთაველის გამზირზე, გზის სავალ ნაწილზე გაშლილი კარავი აიღეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მოძრაობა "საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა განუცხადა, გზის სავალ ნაწილზე მდებარე კარავს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გადაიტანენ.

"პოლიციელს ვუთხარი, რომ კარავს გავშლი და გადავიტანდი. 2 კვირაში დაგეგმილ აქციაზე, თუ არ მივაღწევთ მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ერთად, პროტესტის ნიშნად, მოძრაობა საქართველოსთვის გზის სავალ ნაწილზე დადგამს კარვებს", - განაცხადა მოძრაობა საქართველოსთვის წევრმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა ქუთაისიდან ჩამოტანილი კარვები რუსთაველის გამზირზე, გზის სავალ ნაწილზე გაშალეს. სამართალდამცველებმა
მათ გაფრთხილება მისცეს, რომ კარავი გონივრულ ვადაში აიღონ.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები