"არ იყო საშველი, რომ არ მოეკლათ?" - რას ჰყვებიან, ზუგდიდში დევნის ოპერაციისას გარდაცვლილი ახალგაზრდას ახლობლები? - კვირის პალიტრა

"არ იყო საშველი, რომ არ მოეკლათ?" - რას ჰყვებიან, ზუგდიდში დევნის ოპერაციისას გარდაცვლილი ახალგაზრდას ახლობლები?

ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ოქროს ბირჟის დაყაჩაღებაში ბრალდებული თავდამსხმელი, რომელიც ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა, 25 წლის ბადრი თუთბერიძეა.

შსს-ს ცნობით, თუთბერიძე ცეცხლსასროლი იარაღით ოქროს ბირჟაზე შეიჭრა და ერთ-ერთ გამყიდველს ოქროს ნივთები იარაღის მუქარით გასტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"ტვ პირველთან" საუბარში, გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, რომ უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის არ სჯერათ.

"რატომ მოკლეს ბავშვი? არ იყო საშველი, რომ არ მოეკლათ? დაეჭირათ მაინც. გვიჭირს ამის დაჯერება, რომ ეს ჩაიდინა. არაფერი არ სჭირდა საიმისოდ. ვიღაცამ უბიძგა ალბათ, თორემ ეგ ამას არასოდეს არ გააკეთებდა. ბავშვობიდან ჩვენს თვალწინ გაიზარდა და არ გვჯერა ამ ინფორმაციის" - ამბობენ "ტვ პირველთან" საუბრისას გარდაცვლილის ახლობლები.