"ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა, თუ თავად არ იქნებ­იან ხელისუფლების სათავეში, ყველაფერი წააგეს, მაგრამ..."
"ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა, თუ თავად არ იქნებ­იან ხელისუფლების სათავეში, ყველაფერი წააგეს, მაგრამ..."
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უკიდურესად დაძაბულ ვითარებასა და სიტუაციის განმუხტვის გზებზე რეჟისორი ბუბა ხოტივარი გვესაუბრა:

- ჩვენი­ უბედურების, წარუმატებლობის, იმედგაცრუების, უღმერთობის, ხელმოცარულობის მიზეზი უსიყვარულობაა. რაც გვაქვს, ისიც არ არის ბოლომდე გულწრფელი, ყალბია, როგორც ბევრი რამ, როგორც მადლიერება, როგორც სინანული, როგორც პატიების თხოვნა. ბოლო წლებმა­ დაგვანახა, რომ არ შეგვიძლია ერთმანეთი გულწრფელად გვიყვარდეს, მხოლოდ დროები გვიყვარს, ვიღაცის ჯიბრზე, ცოტა ხნით და მერე მასაც ლაფს ვასხამთ. ამ ყველაფრის თავიდათავი შურია. ჩვენ გვშურს, რომ
ვიღაც ჩვენზე კეთილი, წარმატებული და ნიჭიერია და ამ შურს ვწირავთ ყველაფერს - ვბოროტდებით, ვბრმავდებით და საკუთარ თავსაც კი არ ვინდობთ, ოღონდ ის არ იყოს წარმატებული.

პავლე მოციქული ამბობს, მოვა დრო და დედამიწაზე სიყვარული აღარ იქნებაო. ახლა ეს დრო მოდის, ჩვენ მოვიყვანეთ. ამიტომ არის ამხელა სიძულვილი,
ბოღმა­, განსაკუთრებით ტელეეთერებიდან, ოპოზიციის ზოგიერთი წევრისგან,­ რომლებისთვისაც, თუ თავად არ იქნებ­იან ხელისუფლების სათავეში, ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა.

ყველაფერი წააგეს, მაგრამ არ ჩერდ­ებიან, ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი გააფუჭონ. მერე რა, რომ თავ­ადაც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ, მთავარია, ვინმე სხვას არ მიეწეროს სიკეთე და ესენი განზე არ დარჩნენ.

ვიღაცები ცდილობენ შექმნან სიძულვილის ბარიკადები, ხალხის პოლარიზება მოახდინონ, ვითომ ორი მხარეა. სინამდვილეში არ არის ასე.

სიკეთეს ბოროტების არ უნდა შეეშინდეს და სიყვარული გაიმარჯვებს. ბოროტება დასაწყისში იგებს, მაგრამ ეს გრძელვადიანი ვერ იქნება. არასდროს ყოფილა სამყაროში ბოროტებას გაემარჯვოს.
პენსია
07 მარტი 2021 19:11
ახლა ამას და კიდევ მრავალს წითელი ინტელიგენციიდან "ქართუ ფონდი" მსუყე პენსიას უხდის. ამიტომ მისი რეაქციაც გასაგებია.
ჟორა გაბრიჭიძე
07 მარტი 2021 17:49
ბუბა ბატონო 50%-იან სიმართლეს ამბობთ, მაგ სიმართლის ნახევარი ქოცებს ეკუთვნით, ანუ ორივე ბოროტი ძალაა ქვეყნისათვის. ჩვენდა საუბედუროდ ისეთივე ბოროტებაა დანარჩენი ოპოზიციაც, ანუ ჩვენ ის ხალხი აღმოვჩნდით, ვისთვისაც დამოუკედებლობა დიდი ფუფუნებაა და მაშინ ვართ ძლიერები, როცა სხვას ვემსახურებით, საკუთარი ქვეყნის სამსახური კი არ შეგვძლებია.,
გელა
07 მარტი 2021 16:46
ბატონო ბუბა,

რატომ აუფასურებთ იმ კარგს, რაც გაგიკეთებიათ?
ღირს უკვე მოხვეჭილი სახელი არამცთუ "კარტოფილის", თუნდაც "ოქროს სარაიის" ფასად?!

არავინ მოგიწოდებთ, ამა თუ იმ კონკრეტულ პოლიტიკოსს თაყვანი ეცითო, მაგრამ ნუთუ დაკვირვებული რეჟისორის თვალი დიდად პატივცემული ბიძინას მზე-პერსონაში სუუუ პაწია ლაქებსაც კი ვერ ამჩევს?!

რუბრიკის სხვა სიახლეები