"თუ მართლა ასეთი კარგი­ ქრისტიანები ვართ, როგორ შეიძლება­ ამხელა ზიზღი და ბოროტება არსებობდეს ხალხში"
06-03-2021
"თუ მართლა ასეთი კარგი­ ქრისტიანები ვართ, როგორ შეიძლება­ ამხელა ზიზღი და ბოროტება არსებობდეს ხალხში"
"სამწუხაროდ, პოლიტიკა იქცა სწორედ იმ ადამიანების თავშესაფრად (ყველას­ არ ეხება), ვისაც სიყვარული უჭირს"

ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე "კვირის პალიტრას" მწერალი დათო ტურაშვილი ესაუბრება:

- ბავშვობაში და მერეც, კარგა ხანს, გალაკტიონ ტაბიძის ლექსად თქმული აზრი, რომ უსიყვარულოდ არაფერი არსებობს ამ ქვეყანაზე,­ მხოლოდ ლირიკა მეგონა. თუმცა­ წლების შემდეგ და მით უმეტეს, ახლა, მჯერა, რომ სიყვარულის გარეშე მართლა შეუძლებელია არსებობა, მით უმეტეს, წარმატებული არსებობა და მათ შორის პოლიტიკაშიც. ეს დიდი პოეტი, როგორც
პოეტებს ხშირად სჩვევიათ, საბედნიეროდ, ცამდე მართალი აღმოჩნდა, საუბედუროდ კი, არა მარტო პოლიტიკური შეხედულებების, ნებ­ისმიერი განსხვავებული აზრის გამო ვერ ვიტანთ ერთმანეთს. ამიტომაც არის ამხელა­ სიძულვილი ყოველ ნაბიჯზე, ამიტომაც არა ვარ სოციალური ქსელების მომხმარებელი და ამიტომაც არ მჯერა გამოკითხვების.

ნებისმიერი გამოკითხვის თანახმად,­ ჩვენი მოსახლეობის უდიდესი უმრავ­ლესობა ღრმად
მორწმუნე და ეკლესიურია. თუ მართლა ასეთი კარგი­ ქრისტიანები ვართ, როგორ შეიძლება­ ამხელა ზიზღი და ბოროტება არსებობდეს ხალხში. აგრესია ერთმანეთისა და განსხვავებულის მიმართ შესაძლოა მართლაც არასაკმარისი სიყვარულის ბრალი იყოს...

ეს ყველაზე მეტად ჩვენს პოლიტიკოსებს ეხება. სამწუხაროდ, პოლიტიკა იქცა სწორედ იმ ადამიანების თავშესაფრად (ყველას­ არ ეხება), ვისაც სიყვარული უჭირს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ხელისუფლებაში მოხვდებიან და ადამიანებს ივიწყებენ. ამ მხრივ ჩვენი საზოგადოება უფრო წინ არის, ვიდრე ხელისუფლება. ამ უპირატესობას ვხედავ სამოქალაქო პასუხისმგებლობის­ თვალსაზრისითაც.­ თუნდაც ამ მხრივ ვითარება იცვლება, წინ მივდივართ. მთავარი ამ ვითარებაში ისე გარკვევაა, რომ შეცდომები გავაანალიზოთ, აღარ გავიმეოროთ და უკეთესი ქვეყნის შექმნა შევძლოთ.






maia
07 მარტი 2021 11:30
ხალხს რას ერჩი საკუთარი პირადული მოინანიე რა გინდათ ხალხთან დაანებეთ ხალხის ხსენებას თავი საკუთარი თავისა თქვი ადამიანურად
მელი
07 მარტი 2021 00:53
მიყვარს ეს ადამიანი
გიორგი-11
06 მარტი 2021 19:53
"მთავარი ამ ვითარებაში ისე გარკვევაა, რომ შეცდომები გავაანალიზოთ, აღარ გავიმეოროთ და უკეთესი ქვეყნის შექმნა შევძლოთ" დათო! ამ სიტყვებს საკუთარ თავს რატომ არ ეუბნები? კითხვები არ გაქვს შენს თავთან ნაც.მოძრაობის ტირანულ რეჟიმთან მიმართ ლოიალური დამოკიდებულება რომ გაქვს?

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, საბოლოო ჯამში, უნდა ველოდოთ თუ არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საბოლოო ჯამში, უნდა ველოდოთ თუ არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებას?