"ივანიშვილის წასვლაც მეწყინა და გახარიასიც... გეკითხებით, "ნაცმოძრაობა" რომ მობრუნდეს, რეალურია, რომ გაკეთილშობილდნენ?"
06-03-2021
"ივანიშვილის წასვლაც მეწყინა და გახარიასიც... გეკითხებით, "ნაცმოძრაობა" რომ მობრუნდეს, რეალურია, რომ გაკეთილშობილდნენ?"
"სააკაშვილმა­ რა უქნა ბურჯანაძის მიტინგს, ნათელაშვილი უარეს დღეში ჰყავდა... დღეს მელიას დამცველად მოგვევლინნენ ბურჯანაძე და დანარჩენები­. არაა ეს პარადოქსი?"
"ერთ დღეს გაგეღვიძება და შეიძლება სულ სხვა დრო იყოს... შეიძლება შენს ქვეყანაში სხვა სიტუაცია დაგხვდეს და ეს სრულიად მიუღებელი იყოს შენთვის. მერე ეს დრო მანამ არ იცვლება, სანამ უფალი არ ინებებს", - გვეუბნება მწერალთა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, პოეტი კობა არაბული და დასძენს, რომ მისი ჟურნალის,­ "სხვა დროს" პირველი ნომრის გამოსვლაც მისტიკურად
დაემთხვა კორონას გავრცელების დასაწყისს, როდესაც ერთ დღეს გავიღვიძეთ და ქვეყანაში უხილავი მტერი დაგვხვდა.

- ამას წინათ, არაგვის ხეობაში ვმგზავ­რობდი და ერთმა კაცმა მითხრა, მე პანდემია ვერაფერს დამაკლებს, მაგრამ ამ ვაიპოლიტიკოსებმა და უცნაურმა­ გამოხატვის თავისუფლებამ ნამდვილად მომკლაო. საზოგადოებას კარგად ახსოვს, წინა რეჟიმის დროს ხალხი როგორი შეშინებული
იყო.

დუშეთში რომ ავდიოდი, შიშის გამო ხელს არ მართმევდნენ, რადგან სააკაშვილი არ მომწონდა. ზოგი იმასაც თვლიდა, რომ ჩემთან ახლობლობის გამო იჭერდნენ, ან სამსახურიდან აგდებდნენ.

იმ ადამიანებმა ტერორი და სის­ხლი მოიტანეს, ტერიტორ­იები დაგვაკარგვინეს. ქართლის ისტორიული სოფლები­ დავკარგეთ, მართლა ქვების­ გროვა ხომ არ იყო, როგორც­ სააკაშვილმა თქვა? ახლა ხომ ხედავთ,­ გარეჯაზე რა ამბავია?.. მე გეკითხებით, ისინი რომ მობრუნდნენ, რეალურია, რომ გაკეთილშობილდნენ? ივანიშვილი­ ამ უმადურებმა გააქციეს.­ "ოცნებაში" ერთადერთს მას ვუჭერდი მხარს.

მისი წასვლაც მეწყინა და პრემიერისაც - გახარია საინტერესო­ ადამიანი იყო... ივანიშვილის წასვლა ძალიან ცუდია ხელისუფლებისთვის, გუნდი მის გარეშე დარჩა­ როგორც ნაპირზე გარიყული თევზი­.

"ნაციონალებს" აკერიათ პირზე, ბიძინა არსად წასულაო და მისი ლანძღვის მეტს არაფერს აკეთებენ. ივანიშვილი მთვარეზე რომ გადაასახლო, მაინც ექნება ამ ქვეყანაში გავლენა, რადგან დიდი პიროვნებაა­, ქველმოქმედია და დიდი პოლიტიკოსიც აღმოჩნდა - შეცვალა სასტიკი რეჟიმი და მშვიდო­ბიანი პოლიტიკა გაატარა. გეხსომებათ, "ნაციონალებმა" მთელი ქვეყანა ციხეში რომ გამოამწყვდიეს და ფული საპროცესო შეთანხმებებიდან შესდიოდათ. ბევრ სოფელში­ კაციშვილი არ დარჩა, აიყარა სოფლები... მოგეხსენებათ, მთის კომისიას ვკურირებ და ახლაც ვსწავლობ მთიანეთის პრობლემებს. მთის კანონი, ფაქტობრივად, ჩვენი დაწერილია. ხალხი აღტაცებულია იმის გამო, რომ არაერთი პრივილეგია ვრცელდება მთაში მცხოვრებ-დასაქმებულებზე - პენსია გაიზარდა, პედაგოგებს ხელფასები მოემატათ, დენის გადასახადი შეუმცირდათ...

ივანიშვ­ილსა და "ოცნე­ბასთან"­ ყოვე­ლთვის­ ერთი პრეტენზია მქონდა - არ შეიძლებოდა კოაბიტაცია, ბილწთან ზავით­ შეკვრა, რადგან ბორო­ტება არ დაგინდობს.­ ბევრი შეიწყალეს და "ნაციონალების"­ კადრებიც­ დაიტოვეს...

დღეს თუ ვინმეს აპატიმრებენ, ეს დაგ­ვიანებულადაც მიმაჩნია, ადრე უნდა გაკეთებულიყო. ამიტომ დადიან დღეს ქუჩაში მკვლელები და მორალს გვიკითხავენ, ჭკუას გვარიგებენ. ტაძრები აგვიფეთქეს და სვანეთის კოშკები... დღეს წმინდანებად გვევლინებიან ეს სისხლიანები, მათ შურისძიება სწყურიათ.

ერთი გერმანელი მკვლევარი და ისტორი­კოსი ამბობს, სახელმწიფოს საფრთხეს უქმნის არა ქვეყნის ხელისუფლება, არამედ გადამდგარი ან გადაყენებული მთავრობა,­ რომელსაც ყოველთვის აქვს დაბრუნების და შურისძიების ჟინიო. ეს საინტერესო სენტენციაა. არ შეიძლება გაცოცხლდეს ჩამოვარდნილი მთავრობა, ვინაიდან ის სახიფათოა, მისი მიზანი ყოველთვის რევანშია...

წარმოიდგინეთ ამ ჭაობის მკვდარი თევზების ეროვნული მოძრაობა... არ დაისაჯნენ და ამიტომაც არიან დიდ გულზე...

ახლა სახელმწიფოს მკვეთრი და გაბედული­ ადამიანი სჭირდება. ირაკლი ღარიბაშვილი­ უნიჭიერესი ადამიანია, ენერგიული, ჯიუტი­ და მართალი ბიჭია... როცა მტრებით ვართ გარემოცული,­ ლოიალური დამოკიდებულება არ შეიძლება.­ რასაც გინდა, იმას რომ იბოდიალებ, ხან სამაჯურს მოისვრი, კან­ონს არაფრად აგდებ და გაიძახი, ვერ დამიჭერო, მაშინ, როცა "ნაცების" დროს ადამიანებს ერთი შოკოლადის და ქათმის მოპარვის გულისთვის­ იჭერდნენ...

შეიძლება ხელისუფლებისთვის წამგებიანი სვლა იყო ასეთ დაძაბულ პერიოდში ამ ფორმით მელიას დაკავება, მაგრამ ეს კანონის აღსრულებაა. თუ მიაჩნიათ, რომ ტყუილად დააპატიმრეს პოლიტიკური მოღვაწე, ეს სხვაა, მაგრამ რისი პოლიტიკური მოღვაწე და ლიდერია მელია? ის მონსტრი სააკაშვილის კუდია...

შალიკოს თავლაში იკრიბება რაღაც ჯგუფი, ერთმანეთისჭამია მტრები. სააკაშვილმა­ რა უქნა ბურჯანაძის მიტინგს, სისხლში ჩაახშო 26 მაისის აქცია, ნათელაშვილს უარეს დღეში ჰყავდა ყველა­ ისინი და ახლა შეხმატკბილებული არიან.

დღეს მელიას დამცველად მოგვევლინნენ ბურჯანაძე და დანარჩენები­. არაა ეს პარადოქსი?
ყველა ერთის წინააღმდეგო, ყველა ერთად­ შეიკრიბა, ყორნებივით რომ დაძიძგნონ ივანიშვილი. ეს ყვავ-ყორნები, სხვადასხვა კონგლომერატი რომ ერთიანდება, მაგათგან­ შეიძლება რამე გამოვიდეს? ხელისუფლებაში ამათი ერთად ყოფნა ვინმეს წარმოუდგენია? ვის უნდა უბედურება რესპუბლიკელები და მათი პარტია, და ყველა ერთად მისტიკური მოგვები, რომელთაც მარტო ის იციან, როგორ აგინონ ეკლესიას.

ხალხში ხუმრობენ, შალიკო "ნაცების" ბრენდია, ბაზალეთის ტბიდან ამოყვანილიო. ეს ყრმა წოლილა, თურმე იმ აკვანში...

ეტყობა, ჩვენ ძალიან ამბიციურები ვართ... სტალინმა ვიღაცას ჰკითხა, მე უფრო დიდი ვარ, თუ ილიაო? რა თქმა უნდა, თქვენო. სტალინმა კი მიუგო, მე არა, ილიაა დიდი და მას მსოფლიოს მართვა შეეძლოო. ჰოდა, მაშინ, როცა მე-20 საუკუნის დასაწყისში ორი პარტია გამოჩნდა­ და მას ბრძოლა დაუწყეს - გლეხებს აჯანყებისკენ მოუწოდეს, ილიას სახლ-კარი დაარბევინეს და ა.შ., ამ გენიოსმა ილიამ თქვა, საქართველოს პოლიტიკური პარტიები დაღუპავენ, საქართველოში პარტიები არ შეიძლება, ჩვენ უნდა გვქონდეს ერთი ეროვნული იდეოლოგია, თორემ ყველა ქართველ პარტიის თავმჯდომარეს მეფობა სწადია და ესენი ერთმანეთსაც შეჭამენ და ქვეყანასაც გაანადგურებენო. ილიაც მათ, ამ პარტიებმა­ მოკლეს. რა უბედურებაა 60 პარტია? კოშმარია, არ შეიძლება ამათი ყურება. ისე გამოსდით, ვიდრე არ მოვიგებთ, არჩევნები უნდა ვატაროთო. ესენი ყველა არჩევნების დასასრულ სულ იძახებენ,­ გაყალბდაო და მუდმივად ვატაროთ და ვატაროთ...
ზურაბ ჩხაიძე
09 მარტი 2021 00:28
კობა, ყოველთვის მომწონდი შენი პრინციპულობით და რეალობაზე ნათელი დასკვნებით. საქართველოში 214 დარეგისტრირებული პარტია და პოლიტიკური მოძრაობა ყოფილა.
sergo
07 მარტი 2021 13:50
ყველაფერ სიმარტლეს ბრდზანებ ბატონო კობა. რა გვესჰველება ამ ტავხედ კაციცჰამიებ პოზიცია ოპოზიციების სჰემხედვარე საზოგადოებას არ ვიცი.
მედეა
07 მარტი 2021 10:05
კაცი ილიაზე საუბრობს, რატომ წამოაძახეთ შევარდნაძე, სპირიდონ? ყოველ მთავრობას დადებითიც ქონდა და უარყოფითიც. სააკაშვილის მმართველობა იმ შედეგის გამოა მიუღებელი 2008 წლის აგვისტოში რომ დადგა,შევარდნაძის დროს --ეს 2 რეგიონი დეიურედ არ იყო ა ღ ი ა რ ე ბ უ ლ ი! არც აზერებს ჰყავდათ სამხედროები ამოყვანილი დავითგარეჯზე. ზვიადის დამხობაში ლომის წვლილი კი შეიტანა შევარდნაძემ,მაგრამ იოსელიანი, სიგუა და კიტოვანი რომ არ არსებულიყვნენ---ვერ შეძლებდა ხალხისაგან მხარდაჭერილ ზვიადის მოკვდინებას.აქაც ილიას ნათქვამი გამართლდა,---პარტიეი დაღუპავენო
საქართველოს ! ირინა სარიშვილი დღესაც ხმას იღებს-უსირცხვილოდ,ჩვენდა სამწუხაროდ, სავსეა საქართველოს ისტორია მასეთი პერსონებით.ვაჟა ფშაველა მოკრძალებულად გვსაყვედურობდა --არ გეკადრებაო,ძვირფასო!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოში  4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოში 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადების შესახებ?