"ჯოჯოხეთის პირზე ვარ, რაღაც ძალა ჩასაჩეხად დამდევს... ჟანგბადი უბრალოდ არ არის" - რას წერს კოვიდინფიცირებული თინა ხიდაშელი - კვირის პალიტრა

"ჯოჯოხეთის პირზე ვარ, რაღაც ძალა ჩასაჩეხად დამდევს... ჟანგბადი უბრალოდ არ არის" - რას წერს კოვიდინფიცირებული თინა ხიდაშელი

თინა ხიდაშელი, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს.

"დიდი მადლობა ყველას. ყოველ დილით იმედით ვახელ თვალს მოვიწერო გადავიარე. მაგრამ ჯერ არ გამოდის. ისევ ჯოჯოხეთის პირზე ვარ, რაღაც ძალა ჩასაჩეხად დამდევს, თმაში ჩაჭიდებული.

ყოველი ძვალი, კუნთი ყველ წაიღო.ყოველიღამე წინაზე საშინელია, ყოველი დღე წინაზე მძიმე .ესაა დათო უკეთაა , დედაც, ბიჭებიც. აქ კალენდარი არ მუშაობს/ 10, 12, 14 დღეა უკვე და ჯანგბადი უბრალოდ არ არის. არვიცი საიდან მოვა" - წერს ხიდაშელი.

ცნობისთვის, "ლელოს" ერთ-ერთ ლიდერს დავით უსუფაშვილს და მის მეუღლეს თინა ხიდაშელს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინდათ. ინფიცირებულია უსუფაშვილების მთელი ოჯახი. სამწუხაროდ, ვირუსმა იმსხვერპლა დავით უსუფაშვილის მამა.