5 680 ლარის შემოსავალი ორ კვირაში - ვინ არის საპენსიო სააგენტოს ახალი დირექტორი - კვირის პალიტრა

5 680 ლარის შემოსავალი ორ კვირაში - ვინ არის საპენსიო სააგენტოს ახალი დირექტორი

საპენსიო სააგენტოს ახალი დირექტორის შემოსავლმა ორ კვირაში (2020 წლის 15-31 დეკემბერი) 5 680 ლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი დანელია ამ პოზიციაზე 2020 წლის დეკემბერში დაინიშნა.

2021 წლის 14 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, დანელია ფლობს ავტოფარეხს თბილისში, რომელიც 2020 წელს აქვს შეძენილი. სხვა უძრავ-მოძრავი ქონება მის სახელზე არ ფიქსირდება.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 35 864 დოლარი და 20 307 ლარი ჰქონდა.

ამასთან, როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, მისი მეუღლე ფლობს მიწის ნაკვეთს მცხეთაში, ასევე მსუბუქ ავტომობილს - "ჰიუნდაი კრეტას". მასვე საბანკო ანგარიშებზე - 12 273 ლარი ჰქონდა. ფლობს შპს "სოშიალ გიქს ჯორჯიას" 34%-იან წილსაც, თუმცა, საწარმოს საქმიანობით მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება. გაგრძელება