რა ქონებას ფლობს პიანისტი და პარლამენტის წევრი ელისო ბოლქვაძე - კვირის პალიტრა

რა ქონებას ფლობს პიანისტი და პარლამენტის წევრი ელისო ბოლქვაძე

პიანისტი ელისო ბოლქვაძე მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი "ქართული ოცნების" პარტიული სიით გახდა. მან ქონებრივი დეკლარაცია 2021 წლის 5 თებერვალს შეავსო.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ელისო ბლოქვაძის სახელზეა 2020 წელს, მემკვიდრეობით მიღებული 120კვ.მ ბინა თბილისში. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ასევე მემკვიდრეობას წარმოადგენს 1811კვ.მ მიწის ნაკვეთი ჩოხატაურში, რომელიც 2017 წელს გადაეცა.

2012 წელს კი, თავად შეიძინა 65კვ.მ ბინა თბილისში, რაშიც 65 000 აშშ დოლარი გადაიხადა.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში, ელისო ბოლქვაძე ფლობდა: "ლიბერთი ბანკის " სახელფასოზე - 18 477 ლარს, CREDIT AGRICOLE-ს მიმდინარეზე - 123,99 ევროს, ხოლო "ქართუ ბანკის" მიმდინარეზე - 8,64 ევროს.

აღსანიშნავია, რომ ელისო ბოლქვაძე არის ააიპ "ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი - ლირას" დირექტორი, სადაც 2020 წელს შემოსავლის სახით 27 562 ლარი მიიღო.

bpn.ge