საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
28-02-2021
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 885 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 814 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 071 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 248 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 270 758-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.89 %, ბოლო 14
დღის მანძილზე - 1.96 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.55%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 525 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 265 114-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 510 პირი ემსხვერპლა.

დღეს
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 248 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 129 შემთხვევა, აჭარა - 16, იმერეთი - 31, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 14, გურია - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 17, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 108, საიდანაც: 1 472 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 712, აჭარაში - 166, იმერეთში - 264. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 265 პირი, მათ შორის, თბილისში - 100, აჭარაში - 30, იმერეთში - 74. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 91 პირი, მათგან თბილისში - 60, აჭარაში- 4, იმერეთში - 11. 171 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 108 - თბილისში, 51 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 465 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 323 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 99, ხოლო აჭარაში - 81.

სულ 6 ოქტომბრიდან - 27 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 320 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 065 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 452 პირი, აჭარაში - 382, იმერეთში - 664.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საბოლოო ჯამში, უნდა ველოდოთ თუ არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საბოლოო ჯამში, უნდა ველოდოთ თუ არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებას?