"უცხოელებისთვის ვერც განდი გახდა, ვერც მანდელა და ვერც სერვანტესი" - რას ამბობს მეუფე იაკობი ნიკა მელიაზე?
"უცხოელებისთვის ვერც განდი გახდა, ვერც მანდელა და ვერც სერვანტესი" - რას ამბობს მეუფე იაკობი ნიკა მელიაზე?
როგორც სიტუაციამ გვიჩვენა, ვერც განდი გახდა უცხოელებისთვის, ვერც ნელსონ მანდელა და მით უმეტეს, ვერ სერვანტესი,- ამის შესახებ მეუფე იაკობმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

რაც შეეხება ნიკა მელიას დაკავების შემდეგ განვითარებულ პროცესებს, მეუფე იაკობი არ ფიქრობს, რომ ახლა ქუჩაში მასშტაბური აქციები იმართება.

მეუფე იაკობი კიდევ ერთხელ სთავაზობს მხარეებს, რომ ეკლესია იყოს ის ადგილი, სადაც ისინი ერთმანეთს დაელაპარაკებიან და შეთანხმებას შეძლებენ.

""ვთავაზობდი ხშირად, რომ ეკლესია ყოფილიყო ის ადგილი,
ხომ არ ვეუბნებოდით, რომ ფასილიტატორებთან შეეწყვიტათ ურთიერთობა. მოსულიყვნენ ჩვენთან რომ შერიგებულიყვნენ, რომ ადამიანურად როგორც ქართველი ქართველს დაელაპარაკონ.

აი დაიჭირეს მელია. ჩემი აზრით თუ დაჭერა უნდოდათ, ძალიან ბევრჯერ შეეძლოთ დაეჭირათ. დიდი ხანი გავიდა 20 ივნისის მერეც, სამაჯური რომ მოისროლა, იმის მერეც. ოპოზიცია იმაზე მიდიოდა, რაც უფრო
მეტ შეცდომას დაუშვებს ხელისუფლება, ფიქრობდნენ, რომ მთავარია უცხოეთში დასაყრდენი იპოვონ, სინამდვილეში ჩვენს ქვეყანაში დასაყრდენი გაერთიანებულ ოპოზიციასაც არ აქვს. იმას არ ვამბობ, რომ მთავრობას აქვს და ხელისუფლებას. მე ვფიქრობ, რომ პროკურატურას არ უნდა შეეტანა პარლამენტში, მერე პარლამენტარებს არ უნდა გაეკეთებინათ ეს, არც 88 კაცს უნდა მიეცა ყველას ხმა, სინოდში არის ხოლმე განსხვავებული აზრი და პარტიაში როგორ უნდა ჰქონდეს ყველას ერთი აზრი, მერე სასამართლო იყო. გარედან როცა უყურებ პროცესებს, ცოტა ცუდად ჩანს. "ვერ დამიჭერთ, ვერ დამიჭერთო", სხვებიც გამოდიოდნენ და "არ გაგატანთ, აბა მოდითო", მოხდა ისე რომ მივიდნენ. კარგად ვნახე, რომ ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი გარბოდა იქიდან და დაიჭირეს მელია. პროკურატურამ ახლა თქვა და ესეც ცოტა გაურკვეველი იყო ჩემთვის, თუ გადაიხდის გირაოს გავუშვებთო, ამას მსოფლიო ხომ უყურებს, თუ არ გადაიხდის როგორ შეხედავენ, ლიდერად შეხედავენ? ხომ არ შეხედავენ ლიდერად. ასე რომ ნიკას დაჭერით, თუ მანამდე აგორდა რაღაცა, როგორც სიტუაციამ გვიჩვენა ვერც განდი გახდა უცხოელებისთვის, ვერც ნელსონ მანდელა და მით უმეტეს, ვერ სერვანტესი. როგორც ყოველთვის არც ერთი ლიდერი არ დაზიანდა ამ დაკავების დროს, ისევე როგორც 20 ივნისს. ეგ არის მასშტაბური აქცია? უცხოეთი ცოტა ხანში მოჰკითხავს ამათ, თუ არ გადაიხდის მელია, უცხოეთისთვის აღარ იქნება გონიერი პოლიტიკოსი, არ შეხედავენ ასე, ვიცი ამერიკაც როგორ უყურებს და ევროპაც როგორ უყურებს. მოვიდნენ და დავილაპარაკოთ, დიდი შერიგება მოხდეს, ისე არაფერი არ გამოვა. მასშტაბურ აქციებზე ვერ გადავა საქმე, იმიტომ რომ ხალხის განწყობა ვიცი", - აღნიშნავს მეუფე იაკობი.

"ინტერპრესნიუსი"

კოშკა
28 თებერვალი 2021 19:32
ეს იაკობი პეტრესნაირი პიროვნება ყოფილა, თქვენს საქმეს მიხედეთ, მთავრობა თქვენსგარეშე როგორმე მოაგვარებს საქმეს.
ე.გ
28 თებერვალი 2021 13:58
კარგად კი ამბობ, მაგრამ თქვენ თქვენი საქმე ვერ დაგილაგებიათ და ამათ მიხედავთ? ყველა გამოაჩენს თავის უტვინო თავს, ხალხს არ აერევათ მანდვილი პატრიოტი ცბიერ მელაკუდაში.....
ზურა
28 თებერვალი 2021 13:54
უფრო უკეთესი იქნება ეკლესიამ თავის საქმეს მიხედოს და ის კორუფციული შემადგენელი მოაგვაროს მის წიაღში და მერე ექნება მეტი ავტირიტეტი..

რუბრიკის სხვა სიახლეები