ოკუპირებული აფხაზეთის ტაძრებში ღვთისმსახურება განახლდა
ოკუპირებული აფხაზეთის ტაძრებში ღვთისმსახურება განახლდა
ოკუპირებული აფხაზეთის ტაძრებში ღვთისმსახურება განახლდა. ამის შესახებ სააგენტო "სპუტნიკს" ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის მეთაურმა ბესარიონ აპლიამ განუცხადა.

ის დარწმუნებულია, რომ მოსკოვის საპატრიარქო დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის პრობლემას მოაგვარებს და მის სტატუსს განსაზღვრავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საზღვრებს გარეთ.

"მოსკოვის საპატრიარქო დაგვეხმარება ჩვენ დამოუკიდებელ პოზიციაში. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მხარს დაგვიჭერს ავტონომიურ ეკლესიად ჩამოყალიბებაში აფხაზეთში. ავტოკეფალიაზე საუბარი ჯერ ნაადრევია - ჯერ ავტონომიაა აღსადგენი. ჩვენთან მიმდინარეობს აფხაზეთის საკათალიკოსოს აღდგენა, რაც ძალიან ხანგრძლივი პროცესია.
რუსეთის გარდა კავკასიაში არავის აღუდგენია მართლმადიდებლობა", - ამბობს აპლია.

მისი თქმით, ყველაზე მთავარია, რომ აფხაზეთი არ დაუკავშირონ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

"ამას ჩვენ მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, ქართველები არ იქნებიან თანახმა, მაგრამ ჩვენ აფხაზეთის შიგნით უნდა ვიყოთ ერთიანი და ეს არის ყველაზე მთავარი. მაშინ ჩვენი საკითხი
მარტივად გადაწყდება, რადგან მოსკოვიც ვერ იგებს გვსურს თუ არა კონსტანტინოპოლი, თუ მათთან ერთად გვინდა მართლმადიდებლობის აღდგენა", - ამბობს აპლია.

მანვე აღნიშნა, რომ "აფხაზეთის ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიის" აღსადგენად მოსკოვის საპატრიარქო გაუწევს ორგანიზებას მსახურებების ჩატარებას აფხაზურ ენაზე, რისთვისაც რუსეთში გამოიცემა სპეციალური ლიტერატურა.

"დალაგდება სათარგმნელო კომისიის მუშაობა, აფხაზეთი მიიღებს საეკლესიო აღჭურვილობებს და მრავალ სხვას", - აცხადებს აპლია.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები