არჩილ სოლოღაშვილი და ნუცა ქავთარაძე პირველი შვილის მშობლები გახდნენ
არჩილ სოლოღაშვილი და ნუცა ქავთარაძე პირველი შვილის მშობლები გახდნენ
მსა­ხი­ო­ბი არ­ჩილ სო­ლო­ღაშ­ვი­ლი და მისი მე­უღ­ლე, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნუცა ქავ­თა­რა­ძე რვაწ­ლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლი შვი­ლის მშობ­ლე­ბი გახ­დნენ. რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­დან ირ­კვე­ვა, ახალ­ბე­და მშობ­ლებს ვაჟი შე­ე­ძი­ნათ, რო­მელ­საც ალექ­სან­დრე და­არ­ქვეს.

ნუ­ცამ პა­ტა­რა გა­გუ­ას კლი­ნი­კა­ში გა­ა­ჩი­ნა. წყვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში უკვე იღებს არა­ერთ მი­ლოც­ვას.

"ბი­ჭია, ისი­ნი ალექ­სან­დრეს დე­დი­კო და მა­მი­კო გახ­დნენ."

"ჩემ­თვის ორი უსაყ­ვარ­ლე­სი ადა­მი­ა­ნი მშობ­ლე­ბი გახ­დნენ, სა­ო­ცა­რი ბი­ჭის, გი­ლო­ცავთ და მიყ­ვარ­ხართ", - წე­რენ "ინ­სტაგ­რამ­ზე" ნუ­ცა­სა და არ­ჩი­ლის მე­გობ­რე­ბი.

ბოლო თვე­ე­ბია, რაც ნუცა ქავ­თა­რა­ძე ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან
გაქ­რა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გა­ირ­კვა, რომ ამის მი­ზე­ზი ორ­სუ­ლო­ბა იყო. ნუ­ცამ აღ­ნიშ­ნულ­ზე თა­ვად­ვე ისა­უბ­რა. "ბავ­შვს ვე­ლო­დე­ბი და ვე­ცა­დე იზო­ლი­რე­ბუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ყვე­ლაფ­რის­გან.ბიჭს ვე­ლო­დე­ბით. სა­ხე­ლი უკვე შე­ვარ­ჩი­ეთ, მაგ­რამ ჯერ კი­დევ ვორ­ჭო­ფობთ. თუმ­ცა მე ვფიქ­რობ, რომ ჩემ შვილს უნდა ერ­ქვას სანი, ალექ­სან­დრე... ძა­ლი­ან შე­ვიც­ვა­ლე, იცით, რო­გო­რი აქ­ტი­უ­რი ვი­ყა­ვი, სკო­ლა­ში
თხა­საც კი მე­ძახ­დნენ. ბოლო შვი­დი თვეა ძა­ლი­ან და­დინ­ჯე­ბუ­ლი ვარ. ისე­დაც არ მი­ჭირ­და ტი­რი­ლი და ახლა დღე­ში სამ­ჯერ უმი­ზე­ზოდ ვტი­რი... ", - ამ­ბობ­და ორ­სუ­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი "იმე­დის" ეთერ­ში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები