სამგორის რაიონში მატარებლის ვაგონს ხანძარი გაუჩნდა - კვირის პალიტრა

სამგორის რაიონში მატარებლის ვაგონს ხანძარი გაუჩნდა

სამგორის რაიონში ხანძარია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი დემონტაჟისთვის გამზადებულ ვაგონს გაუჩნდა.

მათივე ცნობით, ადგილზე 14 ეკიპაჟი მუშაობს.

"სამგორში ცეცხლი უკიდია დემონტაჟისთვის გამზადებულ ვაგონს, რომელიც გამოიყენებოდა საწვავის გადასაზიდად. დაშავებული არავინ არ არის, 14 ეკიპაჟი მუშაობს", - აცხადებენ უწყებაში.

"ინტერპრესნიუსი" იხილეთ ვიდეო: