გარდაბანში აფეთქების შედეგად დაშავებული 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

გარდაბანში აფეთქების შედეგად დაშავებული 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა

გარდაბანში აფეთქების შედეგად დაშავებული 15 წლის ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა. აფეთქების შედეგად დაშავებული მეორე მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია.

შეგახსენებთ, გარდაბანში აფეთქება მოხდა. გარდაბნის მერის რამაზ ბუდაღაშვილის ინფორმაციით, სავარაუდოდ, 11 და 15 წლის ბავშვები სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ დაუსახლებელ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც შემთხვევა მოხდა. 11 წლის ბავშვმა ზედაპირული დაზიანებები მიიღო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"