"დაპირისპირება არსებობს ჩემსა და მხოლოდ ერთ სუბიექტს შორის"
"დაპირისპირება არსებობს ჩემსა და მხოლოდ ერთ სუბიექტს შორის"
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს მასსა და ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს შორის შიდა დაპირისპირებაა, რის გამოც, გამყრელიძემ, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს.

როგორც ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ერთადერთი სუბიექტი ვისთანაც დაპირისპირება აქვს, კორონავირუსია.

"დაპირისპირება არსებობს ჩემსა და მხოლოდ ერთ სუბიექტს შორის, ეს სუბიექტი გახლავთ კორონავირუსი - SARS-COV-2, რომელიც იწვევს დაავადებას კოვიდ 19-ს. ეს დაპირისპირებულობა არსებობს,
რომელსაც ვებრძვი წელიწადი და ერთი თვეა. ხან მე ვჯობნი მას და ვჯაბნიდი სექტემბრის შუა რიცხვებამდე, მერე მან დამჯაბნა მე სექტემბრის მეორე ნახევრიდან. დეკემბრის მეორე ნახევრიდან ისევ დაიწყო ამ ბრძოლაში ჩემი უპირატესობა და დღეს ისევ ჯერჯერობით მე ვჯობნი მას. ვნახოთ საბოლოოდ როგორ დამთავრდება ეს ბრძოლა. არავითარი
დაპირისპირება მე ქალბატონ ეკასთან არ მაქვს. ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ. გასაგებია, რომ ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით დისკუსია, განხილვა და კამათი გვაქვს, ეს ბუნებრივი პროცესია, მაგრამ მე ყოველთვის ვიცავ სუბორდინაციას. თუ სადმე განიხილებოდა ეს საკითხი, მე არ ვიცი. გუშინდელ შეხვედრაზე განიხილებოდა მხოლოდ ვაქცინაციის და ეპიდსიტუაციის საკითხი. თუ ძალიან გინდათ გადავდგე და გყავთ ვინმე კანდიდატი, დამისახელეთ და კი ბატონო! თუ ჩავთვლი, რომ ის ღირსეული ადამიანია და ამ ქვეყანას ბევრად უფრო მეტს გაუკეთებს და ამ ეტაპზე მე ცოტას ვუკეთებ, სიამოვნებით დავუთმობ მას ადგილს. მითხარით! ჯერ მე არ გამიგია, რომ ჩვენთან აუდიტი შემოდის, არ ვიცი, არ უთქვამთ ჩემთვის. ახლა რომ მივალ გადავამოწმებ. ვაგრძელებ ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას", - განაცხადა გამყრელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

maxo
02 მარტი 2021 18:34
ნიგერიამ უკვე მიიღო ოტხი მილიონი ვაკცინა უსასყიდლოდ თქვენ რატომ არაფერს აკეთებთ,ყველას რომ ჩვენი ტერიტორია უნდათ სათავისოდ იქნებ სამაგიეროდ ცოტა დახმარების ხელიც გამოგვიწოდონ,თორემ მარტო ლაპარაკი არ შველის ამ საქმეს.

რუბრიკის სხვა სიახლეები