"აქციებზე რომ გამოვდივარ, რომელიმე კონკრეტული პარტიის მხარდამჭერი კი არ ვარ, მე ქვეყნის მხარდამჭერი ვარ"
"აქციებზე რომ გამოვდივარ, რომელიმე კონკრეტული პარტიის მხარდამჭერი კი არ ვარ, მე ქვეყნის მხარდამჭერი ვარ"
"აქციებზე რომ გამოვდივარ, რომელიმე კონკრეტული პარტიის მხარდამჭერი კი არ ვარ, მე ქვეყნის მხარდამჭერი ვარ, ჩვენი სამშობლოს მხარდამჭერი", - ამის შესახებ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებაში ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა განაცხადა, რითად უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, აპირებს თუ არა სამომავლოდ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვას.

მელაშვილის თქმით, ის პოლიტიკაში არც ახლაა და არც მანამდე არ ყოფილა.

"მე თვითონ პოლიტიკაში არ ვყოფილვარ და ახლაც შორს ვარ პოლიტიკიდან. ამ საქმის აჟიტირება რომ მოხდა, ეს იყო აბსოლუტურად პოლიტიკური
შეკვეთა. მე არ ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ ძალაუნებურად ვიყავი გამოყენებული ამ ნაწილში. ვამბობ, რომ არ ვარ პოლიტიკოსი, არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ, მაგრამ აქციებზე რომ გამოვდივარ, რომელიმე კონკრეტული პარტიის მხარდამჭერი კი არ ვარ, მე ქვეყნის მხარდამჭერი ვარ, ჩვენი სამშობლოს მხარდამჭერი. ნიკა მელია დაიჭირეს და იქ
აქცია მოეწყო, მაგრამ იქ მარტო ნიკა მელიას მხარდასაჭერად და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდასაჭერად არ იყო ხალხი მისული, იქ ხალხი მისული იყო სიმართლისათთვის. იმისთვის, რომ დემოკრატიული განვითარება ჰქონდეს ჩვენს სამშობლოს.

ჩვენ ყველას სამშობლო და საქართველო გვტკივა. ამიტომ მივდივარ მეც აქციებზე, თორემ მე არ მაქვს ასეთი გადაწყვეტილება მიღებული და არ ვარ რომელიმე პარტიის წევრი",- განაცხადა მელაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

სიმართლე.
03 მარტი 2021 09:42
გამოხედვაშიც ცბიერი მელა.
))))
02 მარტი 2021 17:18
ნაცონალებს ყველა კარგად ვიცნობთ - გირაოს ფული შეგიგროვეს და მაგის სანაცვლოდ არაფერს მოითხოვენ? თქვენ ხიბლში ჩაგაგდეს მაგით და გმირის ძახილით, ამიტომ მათ მიტინგზე ნებისმიერი თქვენი გამოჩენა უარყოფით განწყობას გააჩენს. ეს თქვენც მშვენივრად იცით, ამიტომ თქვენს სიტყვას აღარავინ დაიჯერებს

რუბრიკის სხვა სიახლეები