"აქციებზე რომ გამოვდივარ, რომელიმე კონკრეტული პარტიის მხარდამჭერი კი არ ვარ, მე ქვეყნის მხარდამჭერი ვარ" - კვირის პალიტრა

"აქციებზე რომ გამოვდივარ, რომელიმე კონკრეტული პარტიის მხარდამჭერი კი არ ვარ, მე ქვეყნის მხარდამჭერი ვარ"

"აქციებზე რომ გამოვდივარ, რომელიმე კონკრეტული პარტიის მხარდამჭერი კი არ ვარ, მე ქვეყნის მხარდამჭერი ვარ, ჩვენი სამშობლოს მხარდამჭერი", - ამის შესახებ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებაში ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა განაცხადა, რითად უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, აპირებს თუ არა სამომავლოდ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვას.

მელაშვილის თქმით, ის პოლიტიკაში არც ახლაა და არც მანამდე არ ყოფილა.

"მე თვითონ პოლიტიკაში არ ვყოფილვარ და ახლაც შორს ვარ პოლიტიკიდან. ამ საქმის აჟიტირება რომ მოხდა, ეს იყო აბსოლუტურად პოლიტიკური შეკვეთა. მე არ ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ ძალაუნებურად ვიყავი გამოყენებული ამ ნაწილში. ვამბობ, რომ არ ვარ პოლიტიკოსი, არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ, მაგრამ აქციებზე რომ გამოვდივარ, რომელიმე კონკრეტული პარტიის მხარდამჭერი კი არ ვარ, მე ქვეყნის მხარდამჭერი ვარ, ჩვენი სამშობლოს მხარდამჭერი. ნიკა მელია დაიჭირეს და იქ აქცია მოეწყო, მაგრამ იქ მარტო ნიკა მელიას მხარდასაჭერად და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდასაჭერად არ იყო ხალხი მისული, იქ ხალხი მისული იყო სიმართლისათთვის. იმისთვის, რომ დემოკრატიული განვითარება ჰქონდეს ჩვენს სამშობლოს.

ჩვენ ყველას სამშობლო და საქართველო გვტკივა. ამიტომ მივდივარ მეც აქციებზე, თორემ მე არ მაქვს ასეთი გადაწყვეტილება მიღებული და არ ვარ რომელიმე პარტიის წევრი",- განაცხადა მელაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"