"ირი­ნა რომ არ იყოს ჩემ­თან ერ­თად, ბევრ რა­მეს ვე­რაფ­რით გა­ვუძ­ლებ­დი. ირი­ნაა ჩემი ზურ­გი და სა­ი­დუმ­ლო ია­რა­ღიც"
"ირი­ნა რომ არ იყოს ჩემ­თან ერ­თად, ბევრ რა­მეს ვე­რაფ­რით გა­ვუძ­ლებ­დი. ირი­ნაა ჩემი ზურ­გი და სა­ი­დუმ­ლო ია­რა­ღიც"
"ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი და ფეთ­ქე­ბა­დი ვარ და მერე ამა­ზე ვფიქ­რობ და გან­ვიც­დი. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს კი პრაგ­მა­ტუ­ლად და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად ვი­ღებ, არ მინ­და ემო­ცი­ებ­მა დამ­ძლი­ოს ხოლ­მე. არ მინ­და, სა­ხელ­მწი­ფოს და ჩემი პარ­ტი­ის ინ­ტე­რე­სი ერ­თმა­ნეთს შე­ვა­ჯიბ­რო და ჩემი პი­რა­დი ინ­ტე­რე­სი სა­ხელ­მწი­ფო­ზე წინ გა­მექ­ცეს", - გვე­უბ­ნე­ბა "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" ლი­დე­რი და აპო­ლი­ტი­კურ ინ­ტერ­ვი­უ­ში გულ­წრფე­ლად სა­უბ­რობს იმა­ზე, რა­ზეც აქამ­დე არა­ვის­თან უთ­ქვამს. გზა, რო­მე­ლიც ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა გა­მო­ი­ა­რა და ახ­ლაც გა­დის, არ არის მარ­ტი­ვი, თუმ­ცა, რაც მთა­ვა­რია და რო­გორც ამ­ბობს, სჯე­რა
იმის, რა­საც აკე­თებს და სწო­რედ ეს აძ­ლი­ე­რებს.

ბავ­შვო­ბა

- სა­ბურ­თა­ლო­ზე და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, პავ­ლო­ვის ქუ­ჩა­ზე, ახლა რომ ყაზ­ბე­გის გამ­ზი­რი ჰქვია. ამ­ჟა­მად იმ სახ­ლში ჩემი მშობ­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ. სა­ბავ­შვო ბაღ­ში არ მივ­ლია, იმი­ტომ, რომ სუ­პე­ბი მძულ­
და. მშობ­ლებ­მა სა­ირ­მე­ზე, 1-ლ ექ­სპე­რი­მენ­ტულ სკო­ლა­ში შე­მიყ­ვა­ნეს. ორი წლით ჩემ­ზე უფ­რო­სი ექი­მი და მყავს და მოხ­და ისე, რომ სტუ­დენ­ტო­ბი­სას სამ­ტრე­დი­ა­ში გა­თხოვ­და. მა­შინ 17 წლის ვი­ყა­ვი და წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვი, თბი­ლი­სი­დან სამ­ტრე­დი­ა­ში რომ უნდა წა­სუ­ლი­ყო. სი­მარ­თლე გი­თხრათ, დღეს ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რად­გან ჩემი და ბედ­ნი­ე­რია, ძა­ლი­ან მა­გა­რი სიძე და დის­შვი­ლე­ბი მყავს, კმა­ყო­ფი­ლი ვარ ჩემი დის არ­ჩე­ვა­ნით. ჩემი სიძე იმე­რე­ლია და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ალუ­და ჰქვია. მგო­ნი, ის ერ­თა­დერ­თი ალუ­დაა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ალუ­და სა­ხელს ამარ­თლებს და ლუდ­ზე ჭკუა ეკე­ტე­ბა. მე, მა­გა­ლი­თად, ლუდი მძულ­და და 18 წლის ვი­ყა­ვი, პირ­ვე­ლად რომ გავ­სინ­ჯე. მას მერე ისე შე­მიყ­ვარ­და, ლა­მის მე და­ვირ­ქვა ალუ­და.

"ძი­უ­დოს ნაც­ვლად - ტან­ვარ­ჯი­ში"

- სულ მინ­დო­და, მო­ცეკ­ვა­ვე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი... ასე­ვე, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ძი­უ­დო. რა ძი­უ­დო­ის­ტი უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო ჩემ­გან, მაგ­რამ ამ სპორტზე შეს­ვლა მინ­დო­და, მა­მა­ჩემ­მა კი ჩემ­თვის ძა­ლი­ან უც­ნა­ურ სპორტზე - ტან­ვარ­ჯიშ­ზე წა­მიყ­ვა­ნა, 7 წელი ვი­ა­რე და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­შიც ვი­ყა­ვი. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ტან­ვარ­ჯი­ში არ მიყ­ვარ­და, მაგ­რამ მას მერე, რაც შე­ვეშ­ვი, ამ სპორტზე ჭკუა მე­კე­ტე­ბა. ახლა სა­ა­თო­ბით სი­ა­მოვ­ნე­ბით ვუ­ყუ­რებ ჩემ­პი­ო­ნა­ტებს. ძა­ლი­ან რთუ­ლი და მა­გა­რი სპორ­ტია, ისეთ დის­ციპ­ლი­ნას გაჩ­ვევს... სკო­ლის მერე 3 სა­ა­თი ვვარ­ჯი­შობ­დი ყო­ველ დღე.

მად­ლი­ე­რიც ვარ ჩემი მშობ­ლე­ბის, ამ სპორტზე რომ მა­ტა­რეს და ამ­დე­ნი შრო­მა და ენერ­გია რომ დავ­ხარ­ჯე. ფი­ზი­კუ­რა­დაც ვგრძნობ, რომ დღემ­დე გა­მომ­ყვა ეს სპორ­ტი - სალ­ტო­ებ­საც ვა­კე­თებ და ხე­ლებ­ზეც დავ­დი­ვარ. როცა დრო მაქვს, ბა­ტუტ­ზც ვხტუ­ნა­ობ, ხან­და­ხან მივ­დი­ვარ და ვვარ­ჯი­შობ. ფი­ზი­კუ­რად ძა­ლი­ან გა­მო­მად­გა, მა­გა­რი მწვრთნე­ლი მყავ­და, ლუკა მეს­ხია, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი, ზა­ფხუ­ლო­ბით, "ზბო­რებ­ზე" რომ გვა­ტა­რებ­დნენ, ეს ადა­მი­ა­ნი მა­მა­სა­ვით მივ­ლი­და.

"მა­ლე­ვე დამ­თავ­რდა ჩვე­ნი ბავ­შვო­ბა, უცებ გა­ვი­ზარ­დეთ"

- ბავ­შვო­ბა­ში რა­ტომ­ღაც რა­დი­ა­ტო­რე­ბი მიყ­ვარ­და ძა­ლი­ან. მაგ­რად მი­ხა­რო­და, ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი გათ­ბო­ბა რომ ირ­თვე­ბო­და, რა­ღაც უხი­ლა­ვი ძა­ლით უც­ბათ რომ დათ­ბე­ბო­და ხოლ­მე. ეს ყვე­ლა­ზე მა­გა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა იყო. მა­შინ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და ვერ ვხვდე­ბო­დი, ეს რა­ნა­ი­რად ხდე­ბო­და. დღეს რომ ბავ­შვებს ერთი სული აქვთ, კომ­პი­უ­ტერს მი­უჯ­დნენ და მუდ­მი­ვად ტე­ლე­ფონ­ში არი­ან შემ­ძვრა­ლი, მე ერთი სული მქონ­და, გაკ­ვე­თი­ლებს მალე მოვ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი, ეზო­ში გავ­ვარ­დნი­ლი­ყა­ვი და ფეხ­ბურ­თი მე­თა­მა­შა. მე­კა­რე­ო­ბა მომ­წონ­და ძა­ლი­ან... კი­დევ, ომო­ბა­ნას თა­მა­ში მიყ­ვარ­და. იმ­დე­ნი ვი­თა­მა­შე, რომ მერე მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ომებს ვუ­ყუ­რებ, ოღონდ - ნამ­დვილს.

ახლა პო­ლი­ტი­კურ ომში ჩარ­თვამ მო­მი­წია. სამ­წუ­ხა­როდ, მა­ლე­ვე დამ­თავ­რდა ჩვე­ნი ბავ­შვო­ბა, უცებ გა­ვი­ზარ­დეთ, რად­გან და­ი­წყო ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა... ეს ყვე­ლა­ფე­რი აღ­ტა­ცე­ბას კი იწ­ვევ­და, მაგ­რამ ახა­ლი ხილი იყო, ახალ­გაზ­რდებს სის­ხლი გვი­დუღ­და, მა­შინ გა­ვი­გეთ, ქა­ქუ­ცა რომ გვყო­ლია, პრე­ზი­დენ­ტი ჟორ­და­ნია. თა­ვი­დან ჩემ­თვის უც­ნა­უ­რი იყო სამ­ფე­რო­ვა­ნი დრო­შა რომ გა­მოჰ­ქონ­დათ, ვერ ვხვდე­ბო­დი, რას ნიშ­ნავ­და. მერე დიდი შოკი მი­ვი­ღეთ და ყვე­ლა­ნი ვტი­რო­დით, როცა მე­რაბ კოს­ტა­ვა გარ­და­იც­ვა­ლა. მას­თან რამ­დენ­ჯერ­მე ვარ პი­რის­პირ შეხ­ვედ­რი­ლი, ისე, შემ­თხვე­ვით... ძა­ლი­ან მალე დამ­თავ­რდა ბავ­შვო­ბა და მერე შავ-თეთ­რი რე­ა­ლო­ბა და­ი­წყო - "მხედ­რი­ო­ნი", სა­მეგ­რე­ლოს აოხ­რე­ბა, აფხა­ზე­თის მარ­ცხი, პუ­რის რი­გე­ბი... უც­ბად დაგ­ვა­ტყდა შავ-თეთ­რი რე­ა­ლო­ბა და უც­ბად დამ­თავ­რდა ფე­რა­დი, კამ­ფე­ტე­ბი­ა­ნი და ბუშ­ტე­ბი­ა­ნი ბავ­შვო­ბა. მერე ყვე­ლა ერ­თად შე­ვე­ჯა­ხეთ იმ ჯო­ჯო­ხეთს, უგა­ზო­ბა, უშუ­ქო­ბა, უწყლო­ბა, უპუ­რო­ბა რომ მოგ­ვი­ტა­ნა.

"არა­ნორ­მა­ლუ­რად მინ­დო­და ოფიც­რო­ბა, მაგ­რამ..."

- არც ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა მინ­დო­და და არც პო­ლი­ტი­კო­სო­ბა, არას­დროს მი­ფიქ­რია ამა­ზე. მინ­დო­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი სამ­ხედ­რო, ოფი­ცე­რი... სახ­ლში დიდი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა მქონ­და, მაგ­რამ ბოლო-ბოლო მშობ­ლე­ბი და­ვი­თან­ხმე. ერთ დღეს, დე­და­ჩე­მი წამ­ყვა კა­დეტ­თა კორ­პუს­ში, რო­მე­ლიც დღე­ვან­დე­ლი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ად­გი­ლას იყო. იქ ერ­თმა კაც­მა მირ­ჩია, ჯო­ბია, - სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ის­თვის მო­ემ­ზა­დოო (კა­დეტ­თა კორ­პუს­ში მერ­ვე კლა­სი­დან უნდა შევ­სუ­ლი­ყა­ვი, მე კი ცოტა და­მაგ­ვი­ან­და, უკვე მერ­ვეკ­ლა­სე­ლი ვი­ყა­ვი). უარი რომ მი­თხრეს და გა­მო­ვე­დით, გავ­სკდი ტი­რი­ლით. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სკო­ლი­დან შინ რომ მივ­დი­ო­დი, სამ­ხედ­რო ფორ­მას ვიც­ვამ­დი, გვარ­დი­ე­ლე­ბის ყვი­თე­ლი ფორ­მა რომ იყო. თა­ვი­დან უბან­ში დამ­ცი­ნოდ­ნენ ხოლ­მე, მაგ­რამ მერე მიხ­ვდნენ, რომ მარ­თლა შე­პყრო­ბი­ლი ვი­ყა­ვი ამ პრო­ფე­სი­ით. სამ­ხედ­რო წიგ­ნებს ვკი­თხუ­ლობ­დი, ვემ­ზა­დე­ბო­დი, არა­ნორ­მა­ლუ­რად მინ­დო­და ოფიც­რო­ბა და ვიდ­რე ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­დავ­წყვეტ­დი ჩა­ბა­რე­ბას, ორი კვი­რით ად­რეც კი ვყოყ­მა­ნობ­დი, სად ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. სამ­ხედ­რო აკა­დე­მია მინ­დო­და, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე...

ჩემს ოჯახს ძა­ლი­ან უჭირ­და. მა­მა­ჩემს "ვოლ­გა" ჰყავ­და, ტაქ­სა­ობ­და და ამით გვარ­ჩენ­და. მერე, 90-ია­ნებ­ში ხუ­და­დოვ­ზე და­ა­ყა­ჩა­ღეს, რაც კა­ტას­ტრო­ფა იყო ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის. მერე, ვა­ლე­ბი, პრო­ცენ­ტე­ბი და ათა­სი ჯან­და­ბა გვქონ­და. სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ა­ში რომ ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, 4 წელი ჩემი ოჯა­ხის შე­სა­ნა­ხი უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და ვე­რაფ­რით და­ვაწ­ვე­ბო­დი კი­სერ­ზე, ამი­ტომ ჩა­ვა­ბა­რე ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე.

პირ­ვე­ლი 40 მა­ნე­თი და ატი­რე­ბუ­ლი დედა

- მე­ო­რე კურ­სის შე­მოდ­გო­მა­ზე რომ და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, დღემ­დე არ გავ­ჩე­რე­ბულ­ვარ. პირ­ვე­ლად ჟურ­ნა­ლის­ტად და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, ჩემი პირ­ვე­ლი სა­მუ­შაო იყო "დი­ლის გა­ზე­თი". მახ­სოვს, პირ­ვე­ლი 40 მა­ნე­თი, ხელ­ფა­სი რომ ავი­ღე, მთლი­ა­ნად დე­დას მი­ვუ­ტა­ნე და მერე ერთ ოთახ­ში ის ტი­რო­და, მე­ო­რე­ში - მე. 40 მა­ნე­თი არ იყო პა­ტა­რა ფული. მერე თან­და­თან ჩემს ოჯახს ვა­ლე­ბის გას­ტუმ­რე­ბა­ში და­ვეხ­მა­რე და გა­მოვ­ძვე­რით. 3-4 ად­გი­ლას ერ­თად ვმუ­შა­ობ­დი, სხვა­ნა­ი­რად გაგ­ვირ­თულ­დე­ბო­და მდგო­მა­რე­ო­ბა. ვი­მუ­შა­ვე "მო­ამ­ბე­ში", სა­ა­გენ­ტო "მო­ამ­ბე ექ­სპრეს­ში", ნინო მე­უ­ნარ­გი­ას­თან ერ­თად"ალი­ონ­ში" ვი­ყა­ვი წამ­ყვა­ნი. მერე იყო რა­დი­ოს სა­ინ­ფო­მა­ციო, დი­ლის გა­და­ცე­მე­ბი და 5-6 ად­გი­ლას ერ­თად მუ­შა­ო­ბა. გა­ვა­კე­თე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "თბი­ლი­სის ჰამ­ქარს", მოვ­ხვდი საკ­რე­ბუ­ლო­შიც და ასე თან­და­თან მო­ვე­დი პო­ლი­ტი­კა­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რთუ­ლია პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნა, მა­ინც მგო­ნია, რომ ვემ­სა­ხუ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს. ჯა­რის­კა­ცო­ბა მინ­დო­და, ვერ გავ­ხდი, მაგ­რამ გუ­ლის სიღ­რმე­ში მა­ინც ჯა­რის­კა­ცი ვარ. ერ­თა­დერ­თი, რა­საც "ამა­ზონ­ზე" ვი­წერ, ეს არის სამ­ხედ­რო და სა­ლაშ­ქრო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა. შა­ბათ -კვი­რას სამ­ხედ­რო ფორ­მას ჩა­ვიც­ვამ, ზურგჩან­თას ვი­კი­დებ და ტყე-ღრე­ში გავ­რბი­ვარ. გაგრძელება

.
03 მარტი 2021 09:44
ალეკო! კოდალა ვინ შეგარქვა, გაფიცებ ბებიას! ....................................

რუბრიკის სხვა სიახლეები