საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს სოფელ ზერტის მაცხოვრებელი - კვირის პალიტრა

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს სოფელ ზერტის მაცხოვრებელი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს ამავე მუნიციპალიტეტის, სოფელ ზერტის მაცხოვრებელი. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

უწყების ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს დღეს გაათავისუფლებენ.

"უკანონო დაკავების ფაქტზე, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი. მომხდარის შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებული არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ამოქმედდა ყველა შესაბამისი მექანიზმი.

უკანონო პატიმრობაში მყოფი პირის გათავისუფლება, დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ უახლოეს პერიოდში მოხდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"