"მაპატიე მამა, ვერ დაგეხმარე, ვერ გიშველე!" - კვირის პალიტრა

"მაპატიე მამა, ვერ დაგეხმარე, ვერ გიშველე!"

ცნობილი ინფექციონისტის ალექსანდრე გოგინავას მამა კორონავირუსით გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას "ფეისბუქზე" თავად გოგინავა ავრცელებს.

"მაპატიე მამა, ვერ დაგეხმარე, ვერ გიშველე!" - წერს გოგინავა.

გია გოგინავა ფოთის პირველი პოლიკლინიკის ექიმი იყო. როგორც ცნობილია, ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაინფიცირდა. გოგინავას შესახებ პოსტს აქვეყნებს ლელა ებრალიძე:

"გია გოგინავა აღარ ყავს ფოთს - სულით ხორცამდე ფოთელი, ყველას იმედი და ნამდვილი ექიმი.მშრალად ვერ ვიტყვი, რომ გია სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას შეეწირა. ყველასთვის საყვარელმა გია ექიმმა შეგნებულად გადადო თავი, არცერთი წამით არ უღალატია პაციენტებისთვის კოვიდის დროს, სანამ ამ საუკუნის ჭირი თავად არ დაემართა" - წერს ებრალიძე, სადაც უამრავი ადამიანი სამძიმარს გამოთქვამს. მათ შორის არის საქართველოს პრეზიდენტიც.

"დღევანდელი გმირობა !" - წერს სალომე ზურაბიშვილი პოსტის კომენტირებისას.