"17 წელ­ზე ატი­რე­ბუ­ლი ხმა... მა­შინ რა­ტომ არ აგი­კან­კალ­დათ ხელი ან ხმა, იმ ბავ­შვს რომ იმე­ტებ­დით, რო­მე­ლიც თქვენ­ნა­ი­რი ცხო­ვე­ლე­ბის­გან გარ­ბო­და?!" - კვირის პალიტრა

"17 წელ­ზე ატი­რე­ბუ­ლი ხმა... მა­შინ რა­ტომ არ აგი­კან­კალ­დათ ხელი ან ხმა, იმ ბავ­შვს რომ იმე­ტებ­დით, რო­მე­ლიც თქვენ­ნა­ი­რი ცხო­ვე­ლე­ბის­გან გარ­ბო­და?!"

მოკლული ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის და დღევანდელ პროცესს სოციალურ ქსელში ეხმაურება. ანი შაქარაშვილი შაქარაშვილის ბრალდებულების მშობლებსა და ოჯახის წევრებსაც პასუხობს, სადაც ისინი ამბობენ, რომ გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში მზად არიან, კარვები გაშალონ.

"კაცობრიობამ ცივილიზაციის მიღწევამდე, ხანგრძლივი გზა განვლო და ცხოველური საწყისები გადალახა, იმიტომ რომ ადამიანად ჩამოყალიბებულიყო. თქვენ?! თქვენ საერთოდ ცივილიზაციას მოწყვეტილი ადამიანები ხართ და მანიპულატორები, რომლებიც ცდილობენ რაღაც ადგილი დაიმკვიდრონ იმ საზოგადოებაში სადაც მათი ადგილი არ არის, იმიტომ რომ ცხოველი როდის "გაცხოველდება" არავინ იცის!!

კარვების გაშლა კი არა ვერაფერი გიშველით, ეგ კარავიც თავზე ჩამოგეშლებათ. მანამდე კი თქვენი შვილები მოიხდიან იმ სასჯელს რომელსაც ნამდვილად იმსახურებენ!! 17 წელზე ატირებული და აკანკალებული ხმა უკვე საკუთარ განაჩენზე ხელის მოწერაა, მაშინ რატომ არ აგიკანკალდათ ხელი ან ხმა ბავშვს რომ ესე იმეტებდით?! იმ ბავშვს რომელიც თქვენნაირი ცხოველებისგან გარბოდა.. ერთადერთი უდანაშაულო აქ მხოლოდ ჩემი ძმა იყო და ისიც გაწირეთ. ახლა საკმარისი დრო გექნებათ "ცრემლებისთვის", თუმცა საკითხავი ის არის როდემდე?!" - წერს ანი შაქარაშვილი.