"ჩემთვის ბოლომდე რჩება პროფესიონალიზმის მაგალითად" - როგორ ულოცავს მიხეილ სააკაშვილის გიული ალასანიას დედის დღეს? - კვირის პალიტრა

"ჩემთვის ბოლომდე რჩება პროფესიონალიზმის მაგალითად" - როგორ ულოცავს მიხეილ სააკაშვილის გიული ალასანიას დედის დღეს?

1991 წლიდან 3 მარტს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით საქართველოში დედის დღე აღინიშნება და ამ დღეს მილოცვებს დიდი თუ პატარა, ყველა უზიარებს ერთმანეთს.

დღეს, დედის დღე მიულოცა დედას საქართელოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ საკაშვილმაც, რომელმაც მისალოცი ტექსტი ფოტოსთან ერთად "ინსტაგრამზე" განათავსა.

"ვულოცავ ყველა დედას, პირველ რიგში კი დედაჩემს, რომელიც ჩემთვის ბოლომდე რჩება პროფესიონალიზმის მაგალითად. ის არის შრომისმოყვარე, ენერგიული და მობილიზებული. ასევე არის "საქართველოს უნივერსიტეტის" პრეზიდენტი, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი უნივერსიტეტია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტებს შორის.

ამ ფოტოზე მე და დედა ვართ სამი წლის წინ მიუნხენის კონფერენციაზე, რომელზეც ჩვენ მოწვეულები ვიყავით ცალ-ცალკე, მე ვიყავი უკრაინიდან ის კი საქართველოდან", -  წერს მიხეილ სააკაშვილი.