"როდესაც ადამიანი გიღალატებს, იქ დამთავრებულია ყველაფერი"
04-03-2021
"როდესაც ადამიანი გიღალატებს, იქ დამთავრებულია ყველაფერი"
სალომე გოგიაშვილისთვის პანდემიის პერიოდს უშედეგოდ არ ჩაუვლია - როგორც მითხრა, მალე გავა ეთერში მისი გადაცემა, მაგრამ სად და როდის, ჯერჯერობით არ ამხელს.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"თუ სულით ახალგაზრდა ხარ, სიცოცხლის ბოლომდე ასეთივე რჩები. ხომ გინახავთ ახალგაზრდა მოხუცები, დაბერებულ-დაღვინებული ტიპები, რომ ვერ მიხვდები, რამხელები არიან? ასაკი მათემატიკაა ჩემთვის, რამდენი წლისაც უნდა იყო, მაინც იმხელა ხარ, როგორი შინაგანი მდგომარეობაც გაქვს..."

"მყავდა ახლობელი ქალბატონი, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა.
როდესაც ჩვენთან მოდიოდა სტუმრად და ხედავდა, რასაც მივირთმევდით, პირჯვარს გადაისახავდა ხოლმე და გაიძახოდა, ღმერთო, ჯანმრთელად ამყოფე ესენი, რაებს ჭამენო!.. თვითონ არაფერს აკარებდა პირს, რაც ნატურალური არ იყო. ვარჯიშობდა კიდეც, მაგრამ ისე მოხდა, რომ სიმსივნე აღმოაჩნდა. რაც გიწერია, ალბათ ვერ ასცდები. ამიტომაც, იცხოვრე ისე, რომ შეირგო
ყოველი დღე. მე არ ვაკონტროლებ ასეთ რამეებს. ვაკეთებ იმას, რაც არ შეიძლება, ფეხით არ დავდივარ, ვჭამ სურვილისამებრ, მაგრამ ვარ ძალიან ბედნიერი..."

"დღეს ბევრი რამ შეიცვალა. ხალხს აქვს შესაძლებლობა, გააპროტესტოს რაც არ მოსწონს. გეტყვით, ჩემთვის რა შეიცვალა - უდანაშაულო ხალხს უდანაშაულოდ რომ აღარ სჯიან, ეს! თუნდაც ციხის კადრები რომ გავიხსენოთ, მაშინ ძალიან ვინერვიულე, მიუხედავად იმისა, რომ იქ ჩემიანი არავინ ყოფილა, მადლობა ღმერთს ამისთვის. ისეთი შოკირებული ვიყავი, რომ მგონია, მარტო ამის აღმოსაფხვრელად ღირდა ახალი ხელისუფლების მოსვლა. თანაც, ჩვენ არ გვინახავს ყველაფერი..."

"რომ ამბობენ, ფულით ვერაფერს იყიდიო, რა სისულელეა, ყველაფერს იყიდი. რაც შეეხება ჯანმრთელობას, უფრო მეტად გააკონტროლებ და მშვიდადაც იქნები, რაკი შენ გარშემო სხვებიც ბედნიერები იქნებიან და შეძლებ მათ დახმარებას. არიან ადამიანები, რომლებიც ფუჭდებიან ბევრი ფულით და არიან ადამიანები, რომლებიც პირიქით, ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ... ვიცი, ამასაც პოლიტიკურ სარჩულს გამოაკერებენ ახლა და იტყვიან, ბიძინა ივანიშვილს გულისხმობსო, თუმცა ის ნამდვილად კარგი მაგალითია, რადგან მაშინაც კი ეხმარებოდა ხალხს, როცა მისი სახელი და გვარიც არავინ იცოდა..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 4 მარტის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი

,,,,
05 მარტი 2021 15:38
რათა შვილო,რათა
05 მარტი 2021 05:22
გეთანხმები ყველა ქალი ერთმანეთს ემსგავსება ;):) ეს ყველა ქალი კი ერთ კაცს,;););) აი იმას ცხონენულს პოპის მეფე რომ ერქვა. ნუ რაგაც კორექცია მესმის, მაგრამ თავი დაიმახინჯოოოო;(;(
123
04 მარტი 2021 22:10
ცხვირს რა უქნა? ეს მრგვალი ცხვირი რა უბედურებაა?

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, საბოლოო ჯამში, უნდა ველოდოთ თუ არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საბოლოო ჯამში, უნდა ველოდოთ თუ არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებას?