"მე და ნინო ქორ­წი­ნე­ბა­ში ლა­მის 2 წელი ვი­ყა­ვით, მერე რა­ღაც­ნა­ი­რად ვეღარ ავეწყვეთ - აღარ გა­მო­ვი­და ერ­თად ყოფ­ნა" - კვირის პალიტრა

"მე და ნინო ქორ­წი­ნე­ბა­ში ლა­მის 2 წელი ვი­ყა­ვით, მერე რა­ღაც­ნა­ი­რად ვეღარ ავეწყვეთ - აღარ გა­მო­ვი­და ერ­თად ყოფ­ნა"

"არც მახსოვს, როდის გააკეთეს ჩემზე არაპოლიტიკური სტატია," - მეუბნება სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი და ინტერვიუზე მთანხმდება, თუმცა იქვე ამბობს, რომ მისი ინტერვიუ ვის აინტერესებს... მოკლედ, AMBEBI.GE-სთვის დათქმული დიალოგი აქციების გამო რამდენჯერმე გადაგვედო... საბოლოოდ, როგორღაც მოვიხელთე ადამიანი, რომელიც ბოლო წლებია, უმეტეს დროს ქუჩაში, აქციებზე ატარებს. სალაპარაკო და მოსათხრობი საკუთარი ცხოვრებიდან გიგას ბევრი აქვს. ჩვენი საუბარი კი ასე დაიწყო.

- რატომღაც მგონია, რომ ბავშვობაში თმახუჭუჭა, ცელქი, მოუსვენარი ბიჭი იყავი...

- ბავშვობაში სულ მოკლედ მქონდა თმა შეჭრილი, რადგანაც ზედმეტად გაჭირვებული ოჯახიდან ვიყავი და არავის ეცალა, ჩემი ვარცხნილობისთვის გამორჩეულად მიეხედა... 16 წლის ასაკში კი, უნივერსიტეტის პირველ კურსზე აღმოვაჩინე, რომ ვაკეში გრძელი თმით ბევრი დადიოდა და გადავწყვიტე, თმა მეც გამეზარდა. მაშინ გაირკვა, რომ დედასავით და მამასავით ძალიან ხუჭუჭა ვარ... 2010 წელს კი, როგორც ბევრს, თმის ცვენა მეც დამეწყო, სულ რომ არ გავმელოტებულიყავი, შევიჭერი... რაც შეეხება ცელქობას, დამჯერე ვიყავი, ბავშვობაში არც ერთი სათამაშო არ გამიტეხავს, ჩემთვის ნაყიდი სათამაშოები 5 წლის მერე დაბადებულმა ჩემმა დამ მოსპო. არც კონფლიქტური ვყოფილვარ და არც ახლა ვარ, ნერვებს ძალიან რომ დამაწყვეტენ, მაშინ ვბრაზდები, მაგრამ მაშინაც არავის არაფერს ვუშავებ, უბრალოდ ვბრაზობ... სკოლაში პირველიდან ბოლო წლამდე ოთხიანი არ მიმიღია. კარგი მოსწავლე ვიყავი.

- ფრიადოსანი ყოფილხარ...

- სკოლა მეათე კლასელმა დავამთავრე და უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ექსტერნად მძიმე კონკურენციის პირობებში ჩავაბარე. ასე დაიწყო ჩემი სტუიდენტობა. კარგად ვსწავლობდი. მეორე კურსის ბოლოს "პირველი არხიდან" თაკო ფხაკაძე მოვიდა, რომელმაც ფაკულტეტის ხელმძღვანელობას უთხრა, - ახალი კადრები გვჭირდებაო. მაშინ ფაკულტეტზე 600 სტუდენტი ვიყავით და იქიდან ოთხი აგვარჩიეს, მათ შორის, ჩემი მეგობარი, თამთა სანიკიძეც, რომელიც დღემდე "პირველ არხზეა".

- ჟურნალისტობა რატომ გდაწყვიტე?

- ჩემი ბავშვობა 90-იან წლებს დაემთხვა. სკოლაში 1991 წელს შევედი. შემოქმედებითი ცხოვრება მაშინ არ არსებობდა. არადა, აქტიური ტიპი ვიყავი და სულ მქონდა ამის ნაკლებობა. ამიტომ, თუ რაიმე ღონისძიება ტარდებოდა, ყველაფერში ჩართული ვიყავი... უნივერსიტეტში 2001 წელს ჩავაბარე, უკვე რაღაც მოძრაობები იწყებოდა, ვიღაცები ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, რომ შევარდნაძის ეპოქის დასასრული ახლოვდებოდა. მეც მინდოდა, ვყოფილიყავი ადმიანი, რომელიც მანკიერ მხარეებს ამხელდა... მახსოვს, ბოლო გამოცდა მქონდა და იმ დღეს ყველაზე მაგარი ჟურნალისტი გიო სანაია მოკლეს. ამან კიდევ გამიმძაფრა სურვილი, იქნებ მეც ვიყო ერთ-ერთი, ვინც მის გზას გააგრძელებს-მეთქი... სამწუხაროდ, სტუდენტობა ბოლომდე ვერ შევიგრძენი, რადგანაც მეორე კურსის ბოლოს უკვე "მოამბის" ჟურნალისტი ვიყავი. იქაც სწარაფდ მოვახერხე ადაპტირება. რაც უნივერსიტეტში უნდა ესწავლებინათ, იმას უკვე ტელევიზიაში საინფორმაციო სამსახურში ვაკეთებდი და თან, შტატიანი თანამშრომელი ვიყავი.

- გაჭირვებული ოჯახიდან ვიყავიო - აღნიშნე. მოგვიყევი ოჯახზე... გააგრძელეთ კითხვა