"მე და ნინო ქორ­წი­ნე­ბა­ში ლა­მის 2 წელი ვი­ყა­ვით, მერე რა­ღაც­ნა­ი­რად ვეღარ ავეწყვეთ - აღარ გა­მო­ვი­და ერ­თად ყოფ­ნა"
"მე და ნინო ქორ­წი­ნე­ბა­ში ლა­მის 2 წელი ვი­ყა­ვით, მერე რა­ღაც­ნა­ი­რად ვეღარ ავეწყვეთ - აღარ გა­მო­ვი­და ერ­თად ყოფ­ნა"
"არც მახ­სოვს, რო­დის გა­ა­კე­თეს ჩემ­ზე არა­პო­ლი­ტი­კუ­რი სტა­ტია," - მე­უბ­ნე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი გიგა მა­ქა­რაშ­ვი­ლი და ინ­ტერ­ვი­უ­ზე მთან­ხმდე­ბა, თუმ­ცა იქვე ამ­ბობს, რომ მისი ინ­ტერ­ვიუ ვის აინ­ტე­რე­სებს... მოკ­ლედ, AMBEBI.GE-სთვის დათ­ქმუ­ლი დი­ა­ლო­გი აქ­ცი­ე­ბის გამო რამ­დენ­ჯერ­მე გა­დაგ­ვე­დო... სა­ბო­ლო­ოდ, რო­გორ­ღაც მო­ვი­ხელ­თე ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ბოლო წლე­ბია, უმე­ტეს დროს ქუ­ჩა­ში, აქ­ცი­ებ­ზე ატა­რებს. სა­ლა­პა­რა­კო და მო­სა­თხრო­ბი სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბი­დან გი­გას ბევ­რი აქვს. ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი კი ასე და­ი­წყო.

- რა­ტომ­ღაც მგო­ნია, რომ ბავ­შვო­ბა­ში თმა­ხუ­ჭუ­ჭა, ცელ­ქი, მო­უს­ვე­ნა­რი ბიჭი იყა­ვი...


- ბავ­შვო­ბა­ში სულ
მოკ­ლედ მქონ­და თმა შეჭ­რი­ლი, რად­გა­ნაც ზედ­მე­ტად გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხი­დან ვი­ყა­ვი და არა­ვის ეცა­ლა, ჩემი ვარ­ცხნი­ლო­ბის­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლად მი­ე­ხე­და... 16 წლის ასაკ­ში კი, უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ველ კურ­სზე აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ვა­კე­ში გრძე­ლი თმით ბევ­რი და­დი­ო­და და გა­დავ­წყვი­ტე, თმა მეც გა­მე­ზარ­და. მა­შინ გა­ირ­კვა, რომ დე­და­სა­ვით და მა­მა­სა­ვით ძა­ლი­ან ხუ­ჭუ­ჭა ვარ... 2010
წელს კი, რო­გორც ბევ­რს, თმის ცვე­ნა მეც და­მე­წყო, სულ რომ არ გავ­მე­ლო­ტე­ბუ­ლი­ყა­ვი, შე­ვი­ჭე­რი... რაც შე­ე­ხე­ბა ცელ­ქო­ბას, დამ­ჯე­რე ვი­ყა­ვი, ბავ­შვო­ბა­ში არც ერთი სა­თა­მა­შო არ გა­მი­ტე­ხავს, ჩემ­თვის ნა­ყი­დი სა­თა­მა­შო­ე­ბი 5 წლის მერე და­ბა­დე­ბულ­მა ჩემ­მა დამ მოს­პო. არც კონ­ფლიქ­ტუ­რი ვყო­ფილ­ვარ და არც ახლა ვარ, ნერ­ვებს ძა­ლი­ან რომ და­მა­წყვე­ტენ, მა­შინ ვბრაზ­დე­ბი, მაგ­რამ მა­ში­ნაც არა­ვის არა­ფერს ვუ­შა­ვებ, უბ­რა­ლოდ ვბრა­ზობ... სკო­ლა­ში პირ­ვე­ლი­დან ბოლო წლამ­დე ოთხი­ა­ნი არ მი­მი­ღია. კარ­გი მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი.

- ფრი­ა­დო­სა­ნი ყო­ფილ­ხარ...


- სკო­ლა მე­ა­თე კლა­სელ­მა და­ვამ­თავ­რე და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ექ­სტერ­ნად მძი­მე კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში ჩა­ვა­ბა­რე. ასე და­ი­წყო ჩემი სტუ­ი­დენ­ტო­ბა. კარ­გად ვსწავ­ლობ­დი. მე­ო­რე კურ­სის ბო­ლოს "პირ­ვე­ლი არ­ხი­დან" თაკო ფხა­კა­ძე მო­ვი­და, რო­მელ­მაც ფა­კულ­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას უთხრა, - ახა­ლი კად­რე­ბი გვჭირ­დე­ბაო. მა­შინ ფა­კულ­ტეტ­ზე 600 სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვით და იქი­დან ოთხი აგ­ვარ­ჩი­ეს, მათ შო­რის, ჩემი მე­გო­ბა­რი, თამ­თა სა­ნი­კი­ძეც, რო­მე­ლიც დღემ­დე "პირ­ველ არხზეა".

- ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა რა­ტომ გდა­წყვი­ტე?

- ჩემი ბავ­შვო­ბა 90-იან წლებს და­ემ­თხვა. სკო­ლა­ში 1991 წელს შე­ვე­დი. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბა მა­შინ არ არ­სე­ბობ­და. არა­და, აქ­ტი­უ­რი ტიპი ვი­ყა­ვი და სულ მქონ­და ამის ნაკ­ლე­ბო­ბა. ამი­ტომ, თუ რა­ი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბა ტარ­დე­ბო­და, ყვე­ლა­ფერ­ში ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვი... უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 2001 წელს ჩა­ვა­ბა­რე, უკვე რა­ღაც მოძ­რა­ო­ბე­ბი იწყე­ბო­და, ვი­ღა­ცე­ბი ხმა­მაღ­ლა ლა­პა­რა­კობ­დნენ, რომ შე­ვარ­დნა­ძის ეპო­ქის და­სას­რუ­ლი ახ­ლოვ­დე­ბო­და. მეც მინ­დო­და, ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ად­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მან­კი­ერ მხა­რე­ებს ამ­ხელ­და... მახ­სოვს, ბოლო გა­მოც­და მქონ­და და იმ დღეს ყვე­ლა­ზე მა­გა­რი ჟურ­ნა­ლის­ტი გიო სა­ნა­ია მოკ­ლეს. ამან კი­დევ გა­მიმ­ძაფ­რა სურ­ვი­ლი, იქ­ნებ მეც ვიყო ერთ-ერთი, ვინც მის გზას გა­აგ­რძე­ლებს-მეთ­ქი... სამ­წუ­ხა­როდ, სტუ­დენ­ტო­ბა ბო­ლომ­დე ვერ შე­ვიგ­რძე­ნი, რად­გა­ნაც მე­ო­რე კურ­სის ბო­ლოს უკვე "მო­ამ­ბის" ჟურ­ნა­ლის­ტი ვი­ყა­ვი. იქაც სწა­რაფდ მო­ვა­ხერ­ხე ადაპ­ტი­რე­ბა. რაც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უნდა ეს­წავ­ლე­ბი­ნათ, იმას უკვე ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხურ­ში ვა­კე­თებ­დი და თან, შტა­ტი­ა­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი ვი­ყა­ვი.

- გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხი­დან ვი­ყა­ვიო - აღ­ნიშ­ნე. მოგ­ვი­ყე­ვი ოჯახ­ზე... გააგრძელეთ კითხვა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები