სასიკვდილოდ დაჭრილი ბიჭი ტაქსიში ჩასვეს და მძღოლს მისი კონკრეტულ მისამართზე მიყვანა სთხოვეს - ვინ იყო მოკლული 19 წლის ახალგაზრდა? - კვირის პალიტრა

სასიკვდილოდ დაჭრილი ბიჭი ტაქსიში ჩასვეს და მძღოლს მისი კონკრეტულ მისამართზე მიყვანა სთხოვეს - ვინ იყო მოკლული 19 წლის ახალგაზრდა?

შსს-მ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში, დიდ დიღომში მომხდარი მკვლელობა გახსნა. დაკავებულია ერთი პირი - 1984 წელს დაბადებული ზ.ს., რომელსაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობსა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედება ბრალი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, წარსულში არსებული უთანხმოების გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ორი პირი - 2001 წელს დაბადებული შ.ქ. და 1988 წელს დაბადებული თ.გ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა.

მიყენებული ჭრილობების შედეგად შ.ქ. ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, თ.გ. კი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მკურნალობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი, ტელეკომპანია "ფორმულას" ინფორმაციით, მოკლული ბიჭი 19 წლის შოთა ქულუსაშვილია, რომელსაც ზურგიდან ესროლეს. დაჭრილი კი 33 წლის თორნიკე გადელიაა, რომელიც ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი წარსულში მომხდარი დაპირისპირების გამო დაიწყო. "ფორმულასვე" ინფორმაციით, სასიკვდილოდ დაჭრილი ბიჭი, ტაქსიში ჩასვეს და მძღოლს კონკრეტულ მისამართზე მისი მიყვანა სთხოვეს. ასევე უთხრეს, რომ ახალგაზრდა თითქოს მთვრალი იყო და ეძინა. ტაქსის მძღოლი დაეჭვდა ნათქვამის სიმართლეში და ბიჭი ინგოროყვას კლინიკაში მიიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

იხილეთ ვიდეო: