„ქართულმა ოცნებამ“ გააცნობიეროს, რომ მისი სიჯიუტე ქმნის ისეთ კრიზის, რომელიც შესაძლოა საქართველოს ისტორიულად და სახელმწიფოებრივად ძვირი დაუჯდეს" - კვირის პალიტრა

„ქართულმა ოცნებამ“ გააცნობიეროს, რომ მისი სიჯიუტე ქმნის ისეთ კრიზის, რომელიც შესაძლოა საქართველოს ისტორიულად და სახელმწიფოებრივად ძვირი დაუჯდეს"

მარტო დარჩენილმა "ქართულმა ოცნებამ" უნდა გააცნობიეროს, რომ ის არ არის ერთი ადამიანის მიმართ ანგარიშვალდებული და მისი სიჯიუტე ქმნის ისეთ კრიზისს, რომელიც შესაძლოა საქართველოს ისტორიულად და სახელმწიფოებრივად ძვირი დაუჯდეს. - ასე აფასებს პოეტი რატი ამაღლობელი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და კრიზისს.

მისი თქმით, პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად აუცილებელია მსჯელობა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

"მარტო დარჩენილმა "ქართულმა ოცნებამ" გააცნობიეროს, რომ ის არ არის ერთი ადამიანის მიმართ ანგარიშვალდებული და მისი სიჯიუტე ქმნის ისეთ კრიზის, რომელიც შესაძლოა საქართველოს ისტორიულად და სახელმწიფოებრივად ძვირი დაუჯდეს. ამისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ დავბრუნდეთ მრავალპარტიულ და დემოკრატიულ სივრცეში. ამისთვის აუცილებელია დიალოგი. ეს ერთი ადამიანის ქვეყანა არ არის. აქ ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს. დავიღალეთ წარუმატებლობით, დავიღალეთ ეკონომიკური ვარდნით, რაღაც მნიშვნელოვანი გარდატეხა უნდა მოხდეს ჩვენს ქვეყანაში. ამისთვის აუცილებელია, რომ "ოცნების" წევრებმა გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ აკისრიათ და გადადგან ნაბიჯი იმისთვის, რომ საქართველოში განიმუხტოს კრიზისი, რომელსაც არ აღიარებდა. ევროკავშირიდან თუ არ გვითხრეს ისე არ ხდება ამის აღიარება. პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ის, რომ დაიწყოს მსჯელობა სიტუაციის განმუხტვის. ჯანმრთელ პოლიტიკურ ფაზაში გადასვლისთვის აუცილებელია პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს არის მნიშვნელოვანი და ეს აჩვენებს კეთილ ნებას დიალოგისთვის. ამ კეთილ ნებას ვერ ვხედავ" , - განაცხადა ამაღლობელმა.

"ინტერპრესნიუსი"