"ჩემი სამივე ცოლი ძა­ლი­ან კარ­გადაა ჩემ­თან, ჩემს ოჯახ­თან და ერთმანეთთან - პა­ტა­რა ბრა­ზი­ლია მაქვს მო­წყო­ბი­ლი, შვი­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთ­ზე გიჟ­დე­ბი­ან"
05-03-2021
"ჩემი სამივე ცოლი ძა­ლი­ან კარ­გადაა ჩემ­თან, ჩემს ოჯახ­თან და ერთმანეთთან - პა­ტა­რა ბრა­ზი­ლია მაქვს მო­წყო­ბი­ლი, შვი­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთ­ზე გიჟ­დე­ბი­ან"
ჟურ­ნა­ლის­მა ვახო სა­ნა­ი­ამ ლელა წურ­წუ­მი­ას გა­და­ცე­მა­ში სა­კუ­თა­რი ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა და პირ­ვე­ლად გა­მო­ეხ­მა­უ­რა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის კრი­ტი­კას, რომ­ლის სა­ფუძ­ვე­ლიც წლე­ბის წინ მისი მე­ო­რე მე­უღ­ლის, ჟურ­ნა­ლისტ ნა­თია გა­ბუ­ნი­ას სკან­და­ლუ­რი "ფე­ის­ბუქსტა­ტუ­სი" გახ­და. მა­შინ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ცნო­ბილ ტე­ლე­წამ­ყვანს მე­ო­რე მე­უღ­ლის ღა­ლატ­სა და მე­სა­მედ ჩუ­მად ქორ­წი­ნე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მე­სა­მედ შე­უღ­ლე­ბი­სას ჟურ­ნა­ლისტს მე­ო­რე მე­უღ­ლეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გარ­კვე­უ­ლი და დას­რუ­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და.

"პირ­ვე­ლი ცოლი გა­და­სა­რე­ვა­დაა მე­სა­მეს­თან, მე­სა­მე გა­და­სა­რე­ვა­დაა პირ­ველ­თან. ყვე­ლა ცოლი ძა­ლი­ან კარ­გად არის ჩემ­თან და ჩემს
ოჯახ­თან, დე­დას­თან... მა­მა­ჩემ­ზე გიჟ­დე­ბო­და სა­მი­ვე ცოლი. მოკ­ლედ, პა­ტა­რა ბრა­ზი­ლია მაქვს მო­წყო­ბი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში. შვი­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთ­ზე გიჟ­დე­ბი­ან ყვე­ლა­ნი...

...ამ პოსტს არას­დროს გა­მოვ­ხმა­უ­რე­ბი­ვარ... გა­და­ცე­მის­თის ვემ­ზა­დე­ბო­დი, სა­ერ­თოდ არ ვი­ცო­დი რა ხდე­ბო­და... ერთ დღეს უცებ მომ­დის მე­სი­ჯე­ბი, ვი­ღა­ცე­ე­ბი მწერ­დნენ და მამ­ხნე­ვებ­დნენ... ვერ მივ­ხვდი რას მწერ­დნენ... მერე ჩა­მიგ­დეს "სქ­რი­ნი"... თურ­მე, ჩემ­მა
მე­ო­რე ცოლ­მა და­წე­რა სტა­ტუ­სი, ნუ მწერ­თო ამ­დენ რა­ღა­ცა­სო, ჩემი ქმა­რიო წა­ვი­დაო და მე რომ არ ვი­ცო­დი, ისე მო­უყ­ვა­ნია მე­სა­მე ცო­ლიო... ცოტა ბუნ­დო­ვა­ნე­ბა იყო იმ სტა­ტუს­ში და ემო­ცი­უ­რად იყო თან და­წე­რი­ლი...", - აცხა­დებს ვახო სა­ნა­ია.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტმა გა­იხ­სე­ნა, მე­სა­მედ ხელ­მო­წე­რის შემ­დეგ მე­გობ­რე­ბის ვიწ­რო წრე­ში რეს­ტო­რან­ში აღ­ნიშ­ნავ­და, რო­დე­საც ვი­ღა­ცამ თა­ვის ახალ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ფოტო გა­და­უ­ღო და ყო­ფილ ცოლს გა­უგ­ზავ­ნა, სწო­რედ ამან გა­მო­იწ­ვია მისი ემო­ცი­უ­რი ფონი და ნახ­სე­ნე­ბი სკან­და­ლუ­რი "ფე­ის­ბუქსტა­ტუ­სი".

"შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შე­იქმ­ნა, რომ მე­ო­რე ცოლი რომ მყავ­და, მაგ დროს სახ­ლი­დან გა­ვე­დი და მე­სა­მე ცოლი მო­ვიყ­ვა­ნე და მე­ო­რე ცოლ­მა გა­ი­გო "ფე­ის­ბუ­ქით"... რომ გინ­და რა­ღაც კარ­გად გა­მო­გი­ვი­დეს და კოშ­მა­რუ­ლად გა­მო­გი­ვა, ეგ და­მე­მარ­თა. სი­მარ­თლე კი ისაა, რომ მე და ჩემს მე­ო­რე მე­უღ­ლეს ურ­თი­ერ­თო­ბა გარ­კვე­უ­ლი გვქონ­და. მე­სა­მედ რომ ვი­ქორ­წი­ნე, მა­ნამ­დე დამ­თავ­რე­ბუ­ლი მქონ­და ყვე­ლა­ფე­რი... მაგ­რამ რო­გორ უნდა ამეხ­სნა ეს ამ­დე­ნი ხალ­ხის­თვის, მი­თუ­მე­ტეს, რო­დე­საც ჩემ­მა ყო­ფილ­მა ცოლ­მა ასე­თი სტა­ტუ­სი და­წე­რა... ახლა თვი­თო­ნაც ხვდე­ბა, რომ დიდი შეც­დო­მა იყო ამ სტა­ტუ­სის და­წე­რა, მაგ­რამ რას ვი­ზამთ, ახლა გა­და­სა­რე­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს ყვე­ლას ერ­თმა­ნეთ­თან", - აღ­ნიშ­ნა ვახო სა­ნა­ი­ამ.

ცნო­ბის­თვის, ჟურ­ნა­ლის­ტმა მე­სა­მედ 2019 წელს იქორ­წი­ნა, მისი მე­უღ­ლე სტო­მა­ტო­ლო­გი თა­მარ ყუ­რაშ­ვი­ლია. წყვილს სა­ერ­თო ვაჟი, სანი ჰყავთ. ვახო სა­ნა­ი­ას პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი გო­გო­ნა ჰყავს, მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან კი - ერთი.

ambebi.ge
კახი
06 მარტი 2021 10:36
შაჰ აბასი ხარ თუ რა არის? ისე მუსულმანობა ხომ არ გინდა? უზნეობა ყოველთვის დასაგმობია თუმცა ეს შენ ფეხებზე გკიდია.
bejani
06 მარტი 2021 08:23
შენ ისე გეტყობა კოჭებში, გეგი სულხანიშვილის რეკორდს მოხსნი! ოღონდ ყოველ მომდევნო ცოლთან საერთო შვილი უნდა გავდეს! აბა შენ იცი!
!!!
06 მარტი 2021 06:38
იდიოტი, ბრახილის კი არა უზნეობის ბარდაგია მაგი.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, საბოლოო ჯამში, უნდა ველოდოთ თუ არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საბოლოო ჯამში, უნდა ველოდოთ თუ არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებას?