"მძიმე ამბავია, სახელიც კი არა აქვს ამ ბარბაროსობას" - ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დააზიანეს
"მძიმე ამბავია, სახელიც კი არა აქვს ამ ბარბაროსობას" - ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დააზიანეს

კრწა­ნი­სის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე ოკუ­პა­ცი­ის მსხვერ­პლთა სა­ხე­ლო­ბის პარკში ოკუ­პა­ცი­ის მსხვერ­პლთა ხსოვ­ნის მე­მო­რი­ა­ლი და­ა­ზი­ა­ნეს. თბი­ლი­სის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფაქ­ტი ამ სა­ღა­მოს და­ფიქ­სირ­და. ად­გილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მუ­შა­ო­ბენ.

მე­მო­რი­ა­ლი მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვარ­ში და­იდ­გა. მისი ავ­ტო­რი მო­ქან­და­კე ირაკ­ლი წუ­ლა­ძეა, რო­მელ­მაც 2019 წლის 6 დე­კემ­ბერს, თბი­ლი­სის მე­რი­ის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ კონ­კურ­სში გა­ი­მარ­ჯვა.

"მძიმე ამბავია, სახელიც კი არა აქვს ამ ბარბაროსობას-კრწანისის რაიონში მდებარე ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დააზიანეს.
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
ირაკლი წულაძე, ვიცი, რასაც გრძნობ ახლა" - წერს თბილისის
მერიის პრესსამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი.



gia
06 მარტი 2021 11:21
ასეთ ბარბარსობაზე რა კომენტარი უნდა გააკეთოს ადამიანმა. ირაკლი, შესანიშნავი ჩანაფიქრია და განხორცილება კიდევ უკეთესი, იმედია პირვანდელი სახით აღადგენთ წარნატებები.

რუბრიკის სხვა სიახლეები