"ჯო­ჯო­ე­ბი მი­დი­ან, ჰა­ე­რიც თან­და­თან მო­დის" - როგორია კორონავირუსით ინფიცირებული თინა ხიდაშელის მდგომარეობა
"ჯო­ჯო­ე­ბი მი­დი­ან, ჰა­ე­რიც თან­და­თან მო­დის" - როგორია კორონავირუსით ინფიცირებული თინა ხიდაშელის მდგომარეობა
თინა ხი­და­შე­ლი, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სით არის ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს. რო­გორც ის "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს, მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და.

"კე­თი­ლო და ტკბი­ლო ადა­მი­ა­ნე­ბო. დღეს მგო­ნი თა­მა­მად შე­მიძ­ლია უკვე ვთქვა, რომ წინ სვლა და­ვი­წყე. ჯო­ჯო­ე­ბი მი­დი­ან, ჰა­ე­რიც თან­და­თან მო­დის და მგო­ნი შე­მიძ­ლია თა­მა­მად ვთქვა, რომ აღარ შე­მობ­რუნ­დე­ბა.

არ ვიცი რო­გორ გა­და­გიხ­დით მად­ლო­ბას მაგ­რამ ეს რაც ამ ორ კვი­რა­ში გან­მაც­დე­ვი­ნეთ, სრუ­ლი­ად არა­ამ­ქვეყ­ნი­უ­რი ძალა იყო რო­მე­ლიც თმა­ში მკაც­რად და უკომ­პრო­მი­სოდ ჩა­ჭი­დე­ბუ­ლი თქვე­ნი ერ­თი­ა­ნი ენერ­გია იყო
რო­მელ­მაც მის­ხა­ლი უკან და­ხე­ვის უფ­ლე­ბა არ მომ­ცა", - წერს ხი­და­შე­ლი.

ცნო­ბის­თვის, "ლე­ლოს" ერთ-ერთ ლი­დერს და­ვით უსუ­ფაშ­ვილს და მის მე­უღ­ლეს თინა ხი­და­შელს კო­რო­ნა­ვირუ­სი რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­უდ­გინ­დათ. ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია უსუ­ფაშ­ვი­ლე­ბის მთე­ლი ოჯა­ხი. სამ­წუ­ხა­როდ, ვირუს­მა იმ­სხვერ­პლა და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის მამა.


06 მარტი 2021 15:45
გიხარია შენი კარგად ყოფნა გგულშემაგტკივრობთ! ჩნენც გამოვიარეთ ეს განსაცდელი

რუბრიკის სხვა სიახლეები