"ჯო­ჯო­ე­ბი მი­დი­ან, ჰა­ე­რიც თან­და­თან მო­დის" - როგორია კორონავირუსით ინფიცირებული თინა ხიდაშელის მდგომარეობა - კვირის პალიტრა

"ჯო­ჯო­ე­ბი მი­დი­ან, ჰა­ე­რიც თან­და­თან მო­დის" - როგორია კორონავირუსით ინფიცირებული თინა ხიდაშელის მდგომარეობა

თინა ხიდაშელი, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ის "ფეისბუქზე" წერს, მდგომარეობა გაუმჯობესდა.

"კეთილო და ტკბილო ადამიანებო. დღეს მგონი თამამად შემიძლია უკვე ვთქვა, რომ წინ სვლა დავიწყე. ჯოჯოები მიდიან, ჰაერიც თანდათან მოდის და მგონი შემიძლია თამამად ვთქვა, რომ აღარ შემობრუნდება.

არ ვიცი როგორ გადაგიხდით მადლობას მაგრამ ეს რაც ამ ორ კვირაში განმაცდევინეთ, სრულიად არაამქვეყნიური ძალა იყო რომელიც თმაში მკაცრად და უკომპრომისოდ ჩაჭიდებული თქვენი ერთიანი ენერგია იყო რომელმაც მისხალი უკან დახევის უფლება არ მომცა", - წერს ხიდაშელი.

ცნობისთვის, "ლელოს" ერთ-ერთ ლიდერს დავით უსუფაშვილს და მის მეუღლეს თინა ხიდაშელს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინდათ. ინფიცირებულია უსუფაშვილების მთელი ოჯახი. სამწუხაროდ, ვირუსმა იმსხვერპლა დავით უსუფაშვილის მამა.