რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია? - კვირის პალიტრა

რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია?

ნინო ლომჯარია საქართველოს პარლამენტმა რიგით მეექვსე სახალხო დამცველად 5 წლის ვადით 2017 წლის 30 ნოემბერს აირჩია. უფლებამოსილების შესრულებას კი 8 დეკემბერს შეუდგა.

37 წლის ომბუდსმენს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, 14 წლის ეკატერინე და 9 წლის ნიკოლოზ ნეფარიძეები.

ლომჯარიამ 2006 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაგისტრის ხარისხით სამართალში, ხოლო 2011 წელს სენ-ლუისის (აშშ) ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა.

2003-2010 წლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე.

2017 წელს სახალხო დამცველად მოსული ლომჯარია არ ფლობდა არც უძრავ და არც მოძრავ ქონებას და ყველაფერი მისი მეუღლის სახელზე იყო რეგისტრირებული.

რა ქონებას ფლობს ნინო ლომჯარია 2020 წლის 25 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით?

ნინო ლომჯარია არის 100%-იანი წილის მფლობელი, 2019 წელს 25 000 დოლარად შეძენილი მიწის ნაკვეთის(600კვ.მ), რომელიც მდებარეობს ტაბახმელაში.

საანგარიშო პერიოდში ლომჯარიას "საქართველოს ბანკის" მიმდინარე საბარათე ანგარიშზე ჰქონდა 4933,7 ლარი, იგივე ანაგრიშზე ერიცხებოდა 7402,44 ლარი, "საქართველოს ბანკის" პრემიუმ ანაბარზე ჰქონდა 5433,47 ლარი. მას აქვს "საქართველოს ბანკში" სესხი 123 000 ლარი, ხოლო გასულ წელს სესხის სახით გასავალმა შეადგინა 10 306,5 ლარი. შვილი სწავლაზე მათ გასულ წელს 6473 ლარი გადაიხადეს.

სახალხო დამცველის ხელფასის ოდენობა წინა წლის 1 იანვირიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იყო 67 536 ლარი.

რაც შეეხება ომბუდსმენის მეუღლეს, შალვა ნეფარიძეს იგი ფლობს 2004 წელს 5000 დოლარად შეძენილ ავტოფარეხს(25კვ.მ) თბილისში, 1978 წელს მან გაცვლის საფუძველზე მიიღო 68 კვ,მ. ბინა თბილისში გოგებაშვილის ქუჩაზე.

შალვა ნეფარიძე ასევე არის 100% წილის მფლობელი 125 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის თბილისში და 20 000 დოლარად შეძენილი 29კვ.მ. ბინის მფლობელი კოხტაძირში. იგი არის ასევე შ.პ.ს "იმედი 93-ის" 50% -იანი წილის მესაკუთრე. აღნიშნული საწარმოდან წინა წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 6 000 ლარი. მის საკუთრებაშია ასევე 2018 წელს 6000 დოლარად შეძენილი ავტომანქანა Hyundai Sonata.

შალვა ნეფარიძის "საქართველოს ბანკის" საანაბრე ანგარიშზე დარიცხული თანხის ოდენობა საანგარიშო პერიოდში შეადგენდა  80 000 ლარს.

(სპეციალურად საიტისთვის)