პარლამენტის შენობიდან ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამდე, საპროტესტო აქცია-მსვლელობა იმართება
პარლამენტის შენობიდან ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამდე, საპროტესტო აქცია-მსვლელობა იმართება
საქართველოს პარლამენტის შენობიდან ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამდე "მოძრაობა საქართველოსთვის" ორგანიზებით, საპროტესტო აქცია-მსვლელობა იმართება.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა "ტელეკომპანია პირველის" მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებში მონაწილე პირების წინააღმდეგ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომა და მათი თანამდებობიდან გადადგომა.

"მსვლელობა დაკავშირებულია გუშინდელ ჩანაწერებთან სადაც, ივანიშვილების ოჯახი კრიმინალურად მართავს ქვეყანას და მთელი სახელმწიფო აპარატი ემსახურება იმ ადამიანების დასჯას, ვინც ივანიშვილის ოჯახის წევრების მიმართ კრიტიკულად გამოირჩევა. ეს ადამიანები რაც შეიძლება სწრაფად და უმტკივნეულოდ უნდა მოშორდნენ ხელისუფლებას და ამ ქმედებების გამო პასუხი
უნდა აგონ სამართლიანი სასამართლოს წინაშე. მივდივართ ივანიშვილის სასახლესთან, იმიტომ, რომ ყველანაირი ბოროტების სათავე არის ივანიშვილი და მისი ოჯახი. ირაკლი ღარიბაშვილმა როგორც პრემიერ-მინისტრმა უნდა აგოს პასუხი იმ ძალადობის ორგანიზებისთვის, რის გამოც ადამიანებს ქვეყნიდან უწევდათ წასვლა და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ამიტომ, კონკრეტულმა ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ კანონის
წინაშე და უნდა დასრულდეს მათი ყოფნა ხელისუფლებაში", - აღნიშნა "მოძრაობა საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალიკა კუპრავამ.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

"ინტერპრესნიუსი"



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები