"ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე და ვერ ვარ აქ­ტი­უ­რი...ტყუ­ი­ლად ნუ შე­მო­მი­ვარ­დე­ბით მო­რა­ლის­ტებს, პა­სუხს ვერ გაგ­ცემთ" - რას წერს ინგა გრიგოლია "TV პირველის" ეთერში გასულ ჩანაწერებზე?
"ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე და ვერ ვარ აქ­ტი­უ­რი...ტყუ­ი­ლად ნუ შე­მო­მი­ვარ­დე­ბით მო­რა­ლის­ტებს, პა­სუხს ვერ გაგ­ცემთ" - რას წერს ინგა გრიგოლია "TV პირველის" ეთერში გასულ ჩანაწერებზე?
ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ინგა გრი­გო­ლია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რა­დი გვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით "ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში გა­სულ აუ­დიო ჩა­ნა­წე­რებს ეხ­მი­ა­ნე­ბა და ამას­თან აღ­ნიშ­ნავს, რომ ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა, რის გა­მოც, ვერ აქ­ტი­უ­რობს.

"ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე და ვერ ვარ აქ­ტი­უ­რი, ამი­ტომ ჩა­მე­ნაც­ვლა გუ­შინ ანუ­ნა ახა­ლა­ია ეთერ­ში. იმე­დია, რაც გუ­შინ ტვ "პირ­ველ­ზე" გა­ვი­და, ამ ყვე­ლა­ფერს არ მოყ­ვე­ბა ან­გა­რიშს­წო­რე­ბა გა­და­ცე­მის ავ­ტორ­ზე,ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე და ტე­ლე­ვი­ზი­ის მფლო­ბელ­ზე, რომ­ლის მა­მა­ზეც უკვე მოხ­და ან­გა­რიშს­წო­რე­ბა "ტვ პირ­ვე­ლის" გამო, სა­სა­მარ­თლო­თი,პრო­კუ­რა­ტუ­რით და თავ­დას­ხმით, რაც არა­ვის გა­მო­უ­ძი­ე­ბია.

იმე­დია, გუ­შინ გა­სულ ჩა­ნა­წე­რებს
არ მოყ­ვე­ბა ან­გა­რიშს­წო­რე­ბა მთლი­ა­ნად ტე­ლე­ვი­ზი­ა­ზე, რისი ღია ნიშ­ნე­ბიც და მო­წო­დე­ბე­ბიც უკვე სა­ხე­ზე იყო ეთერ­ში შა­ბა­თის ანონ­სის გას­ვლის შემ­დეგ "ოც­ნე­ბის" და მათი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი არ­ხე­ბის მხრი­დან. არ შე­მიძ­ლია დის­კუ­სია და ბევ­რი წერა.

ამი­ტომ ტყუ­ი­ლად ნუ შე­მო­მი­ვარ­დე­ბით მო­რა­ლის­ტებს, პა­სუხს ვერ გაგ­ცემთ" - წერს გრი­გო­ლია.

ინფორმაციისთვის, "ტვ პირ­ველ­მა" გა­ავ­რცე­ლა
ფა­რუ­ლი აუ­დიო ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­შიც მა­თი­ვე ცნო­ბით, ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან და ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძეს­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბია ჩა­წე­რი­ლი. აუ­დიო ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, ბერა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მის­თვის არა­სა­სურ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის და­წე­რის გამო, სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­ზარ­დის დას­ჯას ითხოვს.

შაქრო
08 მარტი 2021 22:37
მაგ ჩანაწერების არავის სჯერა, ასე რომ თქვენი მელაძე ტყუილად გაისარჯა.
oioi
08 მარტი 2021 20:33
თქვენი მაყურებელი მეცოდება ნამდვილად, სისულელეებზე რომ გყავთ ორიენტირებული, თუმცა....ალბათ იმსახურებენ თქვენს ყურებას და მოსმენას.

რუბრიკის სხვა სიახლეები