"ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე და ვერ ვარ აქ­ტი­უ­რი...ტყუ­ი­ლად ნუ შე­მო­მი­ვარ­დე­ბით მო­რა­ლის­ტებს, პა­სუხს ვერ გაგ­ცემთ" - რას წერს ინგა გრიგოლია "TV პირველის" ეთერში გასულ ჩანაწერებზე? - კვირის პალიტრა

"ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე და ვერ ვარ აქ­ტი­უ­რი...ტყუ­ი­ლად ნუ შე­მო­მი­ვარ­დე­ბით მო­რა­ლის­ტებს, პა­სუხს ვერ გაგ­ცემთ" - რას წერს ინგა გრიგოლია "TV პირველის" ეთერში გასულ ჩანაწერებზე?

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია "ფეისბუქის" პირადი გვერდის საშუალებით "ტვ პირველის" ეთერში გასულ აუდიო ჩანაწერებს ეხმიანება და ამასთან აღნიშნავს, რომ ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც, ვერ აქტიურობს.

"ოპერაცია გავიკეთე და ვერ ვარ აქტიური, ამიტომ ჩამენაცვლა გუშინ ანუნა ახალაია ეთერში. იმედია, რაც გუშინ ტვ "პირველზე" გავიდა, ამ ყველაფერს არ მოყვება ანგარიშსწორება გადაცემის ავტორზე,ჟურნალისტებზე და ტელევიზიის მფლობელზე, რომლის მამაზეც უკვე მოხდა ანგარიშსწორება "ტვ პირველის" გამო, სასამართლოთი,პროკურატურით და თავდასხმით, რაც არავის გამოუძიებია.

იმედია, გუშინ გასულ ჩანაწერებს არ მოყვება ანგარიშსწორება მთლიანად ტელევიზიაზე, რისი ღია ნიშნებიც და მოწოდებებიც უკვე სახეზე იყო ეთერში შაბათის ანონსის გასვლის შემდეგ "ოცნების" და მათი პროპაგანდისტული არხების მხრიდან. არ შემიძლია დისკუსია და ბევრი წერა.

ამიტომ ტყუილად ნუ შემომივარდებით მორალისტებს, პასუხს ვერ გაგცემთ" - წერს გრიგოლია.

ინფორმაციისთვის, "ტვ პირველმა" გაავრცელა ფარული აუდიო ჩანაწერი, რომელშიც მათივე ცნობით, ბერა ივანიშვილის ირაკლი ღარიბაშვილთან და ანზორ ჩუბინიძესთან სატელეფონო საუბრებია ჩაწერილი. აუდიო ჩანაწერის მიხედვით, ბერა სოციალურ ქსელებში მისთვის არასასურველი კომენტარების დაწერის გამო, სავარაუდოდ, მოზარდის დასჯას ითხოვს.

წყარო