"მასთან მქონდა ურთიერთობა ბევრი წლის წინ და შემიძლია გითხრათ, რომ..." - რას წერს გია ხუხაშვილი ბერა ივანიშვილზე?
"მასთან მქონდა ურთიერთობა ბევრი წლის წინ და შემიძლია გითხრათ, რომ..." - რას წერს გია ხუხაშვილი ბერა ივანიშვილზე?
ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებზე პოსტს აქვეყნებს:

შეგახსენებთ "ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

"მე მასთან მქონდა ურთიერთობა ბევრი წლის წინ და შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად აღფრთოვანებული ვიყავი მისი თავაზიანობით, უფროსის პატივისცემით, მოკრძალებით. ამპარტავნების ნიშანწყალი არ იგრძნობოდა.
ვინც თითქოს მის ინტერესებს იცავდა და იცავს დღეს,
სინამდვილეში მის ხარჯზე საკუთარ ჭიას ახარებს.

იმ სავარაუდო ინციდენტის მთავარი მსხვერპლი ის ვიღაც ბავშვი კი არა, თავად ბერაა...

დღესაც მძევლად ყავთ აყვანილი.

ამოსუნთქვის, დაფიქრების საშუალებას არ აძლევენ, რომ რაღაც შეცვალოს თავის ცხოვრებაში.
დაინახოს, რა "მოსულა" და რა არა...

გამუდმებით ჩაჰყვირიან ყურში - "ყველაფერი მოსულა ბერა,
ყველაფერი...", - წერს გია ხუხაშვილი "ფეისბუკში".


იოსებ
19 მარტი 2021 15:09
ძლივს გავიგეთ მისგან ობიექტური შეფასება, მილიარდერის შვილია მარლაც და მისხალი ამპარტავნობა, უზრდელობა ,უფროს უმცროსობა არ ეშლება ბიჭს ,განსხვავებით ბევრი მისი თანაოლისგან
17 მარტი 2021 22:02
ახლა რომ ვფიქრობ, ადამიანები, ისე გაბოროტებულები არიან ,არ ღირს ნერვიულობად მათი სულელური საქციელი.
ლარისა მამულაშვილი
10 მარტი 2021 08:06
ბერა შვილო არ ინერვიულო ქართველი ახალგაზრდები საკუთარ დედას თვითონ იგინებიან და სხვას რომ შეაგინონ მაგათთვის არაფერია რაც ბევრს გაჰყვები უფრო გაგაღიზიანებენ წერილს რომელსაც მიმღები ვერ იღებს გამგზავნ უბრუნდება ხოდა შენც ნუ მიიღე ბ და ის უფრო გააგიჟებს მათ გმრავლდი დაიხარემ

რუბრიკის სხვა სიახლეები