"მასთან მქონდა ურთიერთობა ბევრი წლის წინ და შემიძლია გითხრათ, რომ..." - რას წერს გია ხუხაშვილი ბერა ივანიშვილზე? - კვირის პალიტრა

"მასთან მქონდა ურთიერთობა ბევრი წლის წინ და შემიძლია გითხრათ, რომ..." - რას წერს გია ხუხაშვილი ბერა ივანიშვილზე?

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებზე პოსტს აქვეყნებს:

შეგახსენებთ "ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

"მე მასთან მქონდა ურთიერთობა ბევრი წლის წინ და შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად აღფრთოვანებული ვიყავი მისი თავაზიანობით, უფროსის პატივისცემით, მოკრძალებით. ამპარტავნების ნიშანწყალი არ იგრძნობოდა. ვინც თითქოს მის ინტერესებს იცავდა და იცავს დღეს, სინამდვილეში მის ხარჯზე საკუთარ ჭიას ახარებს.

იმ სავარაუდო ინციდენტის მთავარი მსხვერპლი ის ვიღაც ბავშვი კი არა, თავად ბერაა...

დღესაც მძევლად ყავთ აყვანილი.

ამოსუნთქვის, დაფიქრების საშუალებას არ აძლევენ, რომ რაღაც შეცვალოს თავის ცხოვრებაში.

დაინახოს, რა "მოსულა" და რა არა...

გამუდმებით ჩაჰყვირიან ყურში - "ყველაფერი მოსულა ბერა, ყველაფერი...", - წერს გია ხუხაშვილი "ფეისბუკში".

იხილეთ ასევე: "ბერას და ღარიბას ჩანაწერების ვისაც არ გჯერათ, მინდა გითხრათ..." - ბერა ივანიშვილთან დაკავშირებულ რა ისტორიას იხსენებს მუსიკოსი სანდრო სულაქველიძე?